x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134383
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
ელისო კილაძე: - "მზად ვარ გამოძიებას წარვუდგინო ჩემი და მალხაზ მაჩალიკაშვილის სრული მიმოწერა"

imageგაზეთ "ქრონიკა +' - ის რედაქტორი ელისო კილაძე უახლოეს მომავალში აპირებს საჩივარი შეიტანოს პროკურატურაში ცრუ დასმენაზე და არა ცილისწამებაზე. ამის შესახებ ჟურნალისტი ელისო კილაძე სოციალურ ქსელში - ფეისბუქზე სტატუსს აქვეყნებს და წერს: – " სამწუხაროდ, მოცემულობა არის შემდეგი :
სახელმწიფო მალხაზ მაჩალიკაშვილს ტერორისტული აქტის მომზადებას ედავება, მისი ადვოკატი აცხადებს რომ მე ვაქეზებდი მაჩალიკაშვილს გოგაშვილზე, ვპირდებოდი უსაფრთხოებას, რაც პირდაპირ ნიშნავს იმას რომ მარიტა კუბლაშვილი ადასტურებს მაჩალიკაშვილის მხრიდან ტერორისტული აქტის მომზადების ფაქტს.
რაკი ეს არის მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაბრალება, 14:00 საჩივარი შემაქვს გენერალურ პროკურატურაში მარიტა კუბლაშვილის, ნინო ჯღარკავას, ირაკლი ზაქარეიშვილის და თამარ იარაჯულის წინააღმდეგ !
მზად ვარ გამოძიებას წარვუდგინო ჩემი და მალხაზ მაჩალიკაშვილის სრული მიმოწერა, (საუბრის ჩანაწერები ისედაც ექნებათ სუსში, რადგან მას მოსამართლის განჩინებით უსმენდნენ)
ვაზუსტებ-საჩივარი შემაქვს ცრუ დასმენაზე და არა ცილისწამებაზე, როგორც ამას გუშინ ავრცელებდნენ გოგაშვილის აგენტ-პროვოკატორები".

ელისო კილაძე14 hსამწუხაროდ, მოცემულობა არის შემდეგი :სახელმწიფო მალხაზ მაჩალიკაშვილს ტერორისტული აქტის მომზადებას ედავება, მისი ადვოკატი აცხადებს რომ მე ვაქეზებდი მაჩალიკაშვილს გოგაშვილზე, ვპირდებოდი უსაფრთხოებას, რაც პირდაპირ ნიშნავს იმას რომ მარიტა კუბლაშვილი ადასტურებს მაჩალიკაშვილის მხრიდან ტერორისტული აქტის მომზადების ფაქტს.რაკი ეს არის მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაბრალება, 14:00 საჩივარი შემაქვს გენერალურ პროკურატურაში მარიტა კუბლაშვილის, ნინო ჯღარკავას, ირაკლი ზაქარეიშვილის და თამარ იარაჯულის წინააღმდეგ !მზად ვარ გამოძიებას წარვუდგინო ჩემი და მალხაზ მაჩალიკაშვილის სრული მიმოწერა, (საუბრის ჩანაწერები ისედაც ექნებათ სუსში, რადგან მას მოსამართლის განჩინებით უსმენდნენ)ვაზუსტებ-საჩივარი შემაქვს ცრუ დასმენაზე და არა ცილისწამებაზე, როგორც ამას გუშინ ავრცელებდნენ გოგაშვილის აგენტ-პროვოკატორები !

შეგახსენებთ რომ, ჟურნალისტი უკვე თვეებია შვილმკვდარი მამების გვერდით დგას რუსთაველზე და მათი ერთადერთი თუ არა, ერთ - ერთი გულშემატკივარია.კიდევ ერთი სტატუსით ეხმაურება ელისო კილაძე მალხაზ მაჩალიკაშვილის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს და წერს: – " აღარ ვაპირებ ამ სიბინძურეების მოთმენას, ხვალ 14:00 საჩივარი შემაქვს გენერალურ პროკურატურაში მარიამ კუბლაშვილის, ირაკლი ზაქარეიშვილის, თამარ იარაჯულის და ნინო ჯღარკავას წინააღმდეგ !
ან დაადასტურებენ რომ მე ვაქეზებდი მალხაზ მაჩალიკაშვილს და მის ოჯახს, სოსო გოგაშვილის წინააღმდეგ, ან პასუხს აგებენ ცილისწამებისთვის !
ასევე მოვითხოვ, ვახა მაჩალიკაშვილის და მისი ოჯახის წევრების დაკითხვას ამ თემაზე !
ვახას შექეზება რაში მჭირდებოდა, მარტომ ვერ მოვუგე გოგაშვილს?!"

ელისო კილაძეAyer a las 17:21აღარ ვაპირებ ამ სიბინძურეების მოთმენას, ხვალ 14:00 საჩივარი შემაქვს გენერალურ პროკურატურაში მარიამ კუბლაშვილის, ირაკლი ზაქარეიშვილის, თამარ იარაჯულის და ნინო ჯღარკავას წინააღმდეგ !ან დაადასტურებენ რომ მე ვაქეზებდი მალხაზ მაჩალიკაშვილს და მის ოჯახს, სოსო გოგაშვილის წინააღმდეგ, ან პასუხს აგებენ ცილისწამებისთვის !ასევე მოვითხოვ, ვახა მაჩალიკაშვილის და მისი ოჯახის წევრების დაკითხვას ამ თემაზე !ვახას შექეზება რაში მჭირდებოდა, მარტომ ვერ მოვუგე გოგაშვილს?!
0
313
3-ს მოსწონს
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
313
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0