x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
დასახელდა ყველაზე უაზრო და სასაცილო სმარტფონები ძველი ფანტასტიკური ფილმებიდან
ფანტასტიკური ჟანრის ფილმები ფაქტობრივად კინომატოგრაფიასთან ერთად დაიბადა, ჯერ კიდევ 19 საუკუნის ბოლოს გამოდის ამ ჟანრის რამდენიმე ფილმი: "ეშმაკის ციხე-სიმაგრე"(Le manoir du diable-1896), "მეფისტოფელის ლაბორატორია"(Le сabinet de Méphistophélès-1897 ), "მოჯადოებული სასტუმრო"(/L’auberge ensorcelée-1997) და სხვა....კოსმოსური ეპოქის ათვისებათან ერთად იმატა სამეცნიერო ფანტასტიკური ჟანრის ფილმებმა, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე პოპულარული გახდა კინომოყვარულებში.


სამეცნიერო -ფანტასტიკურ ფილმებში ძირითადად მოქმედება 30-50 და მეტი წლების შემდეგ ვითარდება, სადაც ფილმის გმირები იყენებენ უჩვეულო გაჯეტებს, რომლებსაც თავის დროზე აღტაცებით შევცქეროდით, თუმცა წლების შემდეგ ამ ფილმებში გამოყენებული "ულტრათანამედროვე მომავლის მოწყობილობები", დღეს უკვე საკმაოდ სასაცილოდ გვეჩვენება.


გთავაზობთ ყველაზე უაზრო და ღიმილისმომგვრელ გაჯეტების რეიტინგს ძველი ფილმებიდან.


1)მე რობოტი(I, Robot 2004)-ფილმის სიუჟეტის მიხედვით მოქმედება 2035 წელს ხდება, სადაც ადამაინის მსგავსი რობოტები იქნებიან ჩვეულებრივი საყოფაცხოვრებო ტექნიკის შემადგენელი ნაწილი, ხოლო ხელოვნური ინტელექტი არნახულ მასშტაბებს მიაღწევს..მოკლედ მეცნიერება და ტექნოლოგია ბევრად უფრო წინ წასულია ვიდრე დღეს არის..მაგრამ აი ასე გამოიყურება 2035 წელს სმატრფონი, რომელიც კალკულატორს უფრო ჰგავს QWERTY-ი კლავიატურით.



image


2)მარყუჟი(Looper -2012)-ფილმი ამ ათწლეულშია გადაღებული, რა დროსაც უკვე ფართოდა გავრცელებული სმარტფონები, მოქმედება 2044 წელს ხდება, სადაც ფილმის შემქმნელების აზრით ამ დროისთვის ადამიანებს დრეკადი გაჯეტები ექნებათ, თუმცა ფანტაზია ნამდვილად არ ეყოთ, ჩინურმა კომპანია Huawei-იმ უკვე შექმნა დრეკადი სმატრფონი, მას მალე მიჰყვა Samsung და სულ ახლახან ცხელი ამბავია, Google-იმაც დაამზადა ანალოგიური -Android Q.

თუმცა ერთი განსხვავება მაინც არის, ფილმში სმარტფონი ოთხად იკეცება.

image


3)ხვალინდელი დღე არასოდეს მოკვდება(Tomorrow Never Dies-1997)-ყველამ იცის, რომ ჯეიმს ბონდს თან ჰქონდა მომავლის ტექნოლოგიური პროგრესის სასწაული მოწყობილობა, მაგალითად მობილურ ტელეფონს თან დატანებული აქვს ელექტროშოკერი, რომელსაც ადამიანის პარალიზება შეუძლია, BMW-ს დისტანციური მართვის პულტი...თუმცა ბონდი იყენებს სენსორულ ღილაკებს, არა და სულ რაღაც რამდენიმე წლიწადში გამოვა მობილურები, რომლის მართვაც თვითონ ეკრანიდანაა შესაძლებელი, ასე რომ ფილმის შემქმნელებიდან აზრადაც არავის მოუვიდა, რომ სენსორული მართვა შესაძლოა თვითონ ეკრანიდანაც იყოს შესაძლებელი.

image


4) დედამიწა :უკანასკნელი კონფლიქტი(Earth: Final Conflict-1997)-კანადური ფანტასტიკური სერიალის შემქმნელებს ნამდვილად არ ეყოთ ფანტაზია, სიუჟეტის მიხედვით 2008 წელს დედამიწას სტუმრობენ უცხოპლანეტელები, რომლებსაც თან აქვთ მოწინავე ტექნოლოგია, მაგილითად დისპლეი-კომუნიკატორი Global Link, თუმცა ისინი იმდენად დიდი, მოუხერხებელი და ტლანქია, რომ ახლანდელ კოხტა გაჯეტებთან შედარებაც კი არ შეიძლება.

image


და ბოლოს.....ახლა პირიქით, როგორი სიზუსტით გამოიცნეს თანამედროვე გაჯეტი ფილმში "კოსმოსური ოდისეა-2001"(2001: A Space Odyssey-1968)



სტენლი კუბრიკი ნამდვილად ნიჭიერი რეჟისორია და მისი 1968 წელს გადაღებული სამეცნიერო-ფანტასტიკური ფილმიც "2001: A Space Odyssey" ამის დასტურია, რომლის შემოსავალიც 58 მილიონი დოლარი იყო, ფილმში არის ერთი ეპიზოდი, სადაც კოსმონავტი ელექტრონულ გაზეთს ჩართავს, სადაც ახალ ამბებს უყურებს და რომელიც ერთი-ერთში ჰგავს თანამედროვე პლანშეტს, ეპიზოდი იმდენად ხანმოკლეა, რომ ვეღარ ვარკვევთ იყენებს თუ არა ფილმის გმირი ეკრანის სენსორებს, თუმცა ერთი რამ ფაქტია, პლანშეტებს დღესაც ზუსტად ასე ვხმარობთ, ისიც აღსანიშნავია, რომ ფილმის სიუჟეტი 2001 წელს ვითარდება, ანუ პირველი პლანშეტების დამზადება ამ პერიოდს ემთხვევა -90-იანი წლების მეორე ნახევრიდან დაიწყო.

image

0
188
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
188
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0