x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
"ცაში ამაღლებული სიკვდილი"- ნატო ვაჩნაძის ბედისწერა

image

ნატალია (ნატო) გიორგის ასული ვაჩნაძე საბჭოთა პერიოდის ქართველი კინომსახიობი, საბჭოთა ეკრანის მეგავარსკვლავი, ქართული კინოს აღმოჩენა იყო. იგი ყოველ ახალ როლში განსხვავებულ ხასიათს ქმნიდა. კინოს თავდავიწყებულმა სიყვარულმა სულიერად დაანათესავა ორი ახალგაზრდა შემოქმედი- "ნატო გახდა ნიკოლოზ შენგელაიას ცხოვრების თანამგზავრი ვარსკვლავი, შენგელაია კი ნატოს ცხოვრების "რეჟისორი".
ნატო იყო პირველი ქართული კინომსახიობი, რომელიც საერთაშორისო კინოფესტივალზე მოხვდა. ნატო იყო ლეგენდა, მაგრამ როგორც ოთარ სეფიაშვილი წერს, " ჩვენს ლეგენდას აქვს დასასრულიც- პოეტურად ლამაზი და სევდანარევი. ორმოცდაცამეტში გაზეთები იუწყებოდნენ მწუხარე ამბავს: ჰაერში თვითმფრინავის კატასტროფამ იმსხვერპლაო ვარსკვლავი. ბედისწერა: თვითმფრინავი, რომლითაც ნატო დონის როსტოვიდან თბილისისაკენ გამოფრინდა, სწორედ ნიკოლოზ შენგელაიას მშობლიური სოფლის თავზე მოხვდა ჭექა-ქუხილში და დაიღიუპა. და იყო რაღაც მშვენიერიცა და შემზარავიც ცაში ამაღლებულ ამ სიკვდილში...ასე მიეფარა თვალს. მკვდარიც არავის უნახავს- დაიწვა, გაქრა".

0
247
შეფასება არ არის
ავტორი:ელენა18
ელენა18
247
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0