x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
წარსულად ქცეული კონჩიტა და სკანდალური მომღერლის ახალი - "მაჩოს" იმიჯი

image


2014 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსის გამარჯვებული, ავსტრიელი მუსიკოსი ტომ ნოივირტი, რომელიც მსოფლიომ უფრო კონჩიტა ვურსტის სახელით გაიცნო, ცოტა ხნის წინ აღიარა, რომ "წვერიანი ქალბატონისგან" სამუდამოდ გათავისუფლება და ახალი იმიჯის მორგება სურს. აი რას წერდა ის ცოტა ხნის წინ: "ქალის სახებით მე ყველაფერს მივაღწიე, მისგან მეტი აღარაფერი მსურს. კონჩიტა უკვე წარსულის ნაწილია, ამიტომ ახლა სწორედ იმაზე ვფიქრობ, როგორ შევძლო საკუთარი პოტენციალის ბოლომდე რეალიზება". ეპატაჟური მომღერლის ბოლო პერიოდის ფოტოებს თუ გადახედავთ, ახალი იმიჯის მორგება მან ნამდვილად შეძლო, თუმცა აი, რამდენად წარმატებული აღმოჩნდება მისთვის ეს ახალი "სახე" და შეძლებს თუ არა ის უკვე წარსულად ქცეული "კონჩიტა ვურსტის" წარმატების გამეორებას ამას უკვე დრო აჩვენებს.


imageimageimageimageimageimageimageimageimageimage








0
3184
1-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
3184