x
მეტი
  • 21.07.2019
  • სტატია:92580
  • ვიდეო:341566
  • სურათი:454608
ყველაზე შემზარავი სერიული ჰომოსექსუალი მანიაკი მეტსახელად "კლოუნი"

image


მოქმედების სქემა პრაქტიკულად ერთგვარი იყო:საღამოობით დადიოდა საკუთარი ავტომობილით და მორიგ მსხვერპლს ეძებდა - ახალგაზრდა სექს-პარტნიორს, შემდეგ ეცნობოდა მათ, მიყავდა სახლში, აუპატიურებდა, სცემდა და აწამებდა.თან ეს გრძელდებოდა დიდხანს, წამების დროს, შესვენებებზე გეისი საკუთარ მსხვერპლს უკითხავდა ბიბლიას, რის შემდეგაც გუდავდა და სარდაფში მარხავდა, შემდეგ კი მდინარეში აგდებდა, რადგან სარდაფში ადგილი აღარ ჰქონდა.


25 წელის წინ, 1994 წლის 10 მაისს სიკვდილით დასაჯეს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი გეი-მანიაკი ისტორიაში ჯონ გეისი, მეტსახელად - კლოუნი.


ყველაფერი კი ბავშვობიდან დაიწყო, ჯონის მამა სტენლი გეისი მუდმივად სცემდა ცოლს შვილების თვალწინ და არც ჯონს აკლებდა, ოთხი წლის ასაკში მამამისმა ჯონი მათრახით სცემა მხოლოდ იმიტომ, რომ ავტომობილის ძრავის რაღაც კომპონენტი დააზიანა, მოგვიანებით კი ცოცხი ისე ძლიერად ჩაარტყა თავში, რომ გონება დააკარგვინა, მაგრამ ეს ყველაფერი არაფერი იყო იმასთან შედარებით, რაც მამას ახლობელმა გაუკეთა - ბიჭუნა გააუპატიურა, რამაც მოზარდის ფსიქიკა საბოლოოდ გაანადგურა და საბოლოოდ აქცია ХХ საუკუნის ერთ-ერთ სასტიკ მანიაკად.



image


18 წლის იყო ჯონი, როდესაც მშობლიური ჩიკაგოდან ლას-ვეგასში გაიქცა, სადაც მუშაობა დაიწყო ადგილობრივ მორგში, თუმცა დიდხანს არ გააჩერეს იქ, მორგის მფლობელმა პოლიციას განუცხადა, სავარაუდოდ, ახალგაზრდა თანამშრომელი გვამებთან სექსუალური კავშირს ამყარებსო, აღსანიშნავია, რომ პოლიცია ზერელედ მოექცა ამ განცხადებას და რეაგირებაც არ მოახდინა, რამაც ჯონს საშუალება მისცა, აორთქლებულიყო იქიდან. იგი ქალაქ ვატერლოში(აიოვას შტატი) გადაბარგდა. იქვე მუშაობა დაიწყო - ადგილობრივ KFC-ში მოეწყო და მალე ადმინისტრატორის თანამდებობაც მიიღო, თან დაქორწინდა მერილინ მეირსზე, რომელიც რესტორნის მფლობელის გერი იყო.

image


თითქოს ცხოვრება აეწყო და ყველაფერი კარგად მიდიოდა. ოჯახი, კარგი შემოსავლიანი სამსახური, კოლეგებისგან პატივისცემა, მაგრამ ჯონ გეისი უცებ ჭაობში აღმოჩნდა - დააკავეს და 10 წელი პატიმრობა მიუსაჯეს KFC არასრულწლოვანი თანამშრომლების მიმართ სექსუალური ძალადობის გამო.



მხოლოდ 1, 5 წელი დაჰყო ციხეში(არა და ბრალდება სამუდამო პატიმრობას ითხოვდა), დაბრუნდა მშობლიურ ჩიკაკოში, წამოიწყო სამშენებლო ბიზნესი, გახდა დემოკრატიული პარტიის წევრი და ცნობილი საზოგადო მოღვაწე, რომელიც ქველმოქმედებას და განმანათლებელ საქმიანობას ეწეოდა.მალევე მეორედ დაქორწინდა სკოლის მეგობარზე, კეროლ ჰოფზე.

image

პირველი მკვლელობა 1972 წლის 2 იანვარს ჩაიდინა, როდესაც 16 წლის ბიჭი ტიმოთი მაკკოი საღამოს საკუთარ სახლში მიიყვანა, და მეორე დილით სრულიად შემთხვევით შემოაკვდა. გეისს მკვლელობის შემდეგ ისეთი ნეტარი გრძნობა დაეუფლა, რომელიც მანამდე ცხოვრებაში არც არასოდეს უგრძნია. ამის შემდეგ იწყება მკვლელობების სერიები.


ამავე პერიოდში გეისს ცოლთან ექმნება პრობლემები და იწყება გაყრის პროცესი. ჰეტეროსექსუალური ურთიერთობა მას აშკარად არ აკმაყოფილებდა. ეს არ იყო მისი მოწოდება.

image

პარალელურად, ჯონი ანიმატორის კარიერას იწყებს, კლოუნის ფორმაში გადაცმული ბავშვთა ზეიმებზე და დაბადების დღეებზე დადის და მინი-შოუებს აწყობს.

image

ჯონ გეისს მხოლოდ ერთი მსხვერპლი გადაურჩა. ეს მოხდა 1978 წლის მარტში, გზაზე აიყვანა 18 წლის ჯეფრი რიგნალი, წაიყვანა სახლში, სადაც რამდენიმე დღე აწამებდა და აუპატიურებდა, ამის შემდეგ იგი უკან გზაზე გამოიყვანა და იქვე დააგდო, ჯეფრიმ პოლიციას მიაკითხა, დაუსახელა ავტომობილის ნომერი, სახლის მდებარეობაც, თუმცა სამართალდამცველები საოცრად გულგრილად მოიქცნენ, გეისის სახლიც კი არ შეამოწმეს, შესაძლოა იმიტომ, რომ პოლიტიკოსი გეისი კარგად იცნობდა ჩიკაგოს მერს. ამის შემდეგ გეისმა ოთხი მკვლელობა ჩაიდინა მიყოლებით და გვამები მდინარეში გადაყარა(როგორც მოგვიანებით გაირკვა, სახლში აღარ ეტოდა)


საქმე გაიხსნა იმავე, 1978 წლის დეკემბერში, როდესაც გეისმა 15 წლის ბიჭუნას, რომერტ პისს შესთავაზა სამუშაო. ამის შემდეგ ბიჭუნა უგზო-უკვლოდ დაიკარგა, არადა, მათი საუბრის შინაარსი შემთხვევით მოისმინა აფთიაქარმა, რომელიც პირადად იცნობდა გეისს.


მხოლოდ ამის შემდეგ გაჩხრიკა პოლიციამ გეისის სახლი, სადაც საშინლად მყრალი, ხრწნადი სუნი იდგა, სარდაფში სამართალდამცველებმა 3 გვამი აღმოაჩინეს, ეზოს გათხრების შემდეგ კი, კიდევ 26 გვამი იპოვეს.

image

მთლიანად ბილ გეისმა გააუპატიურა, აწამა და მოკლა 33 ახალგაზრდა მამაკაცი, მათ შორის რამდენიმე მოზარდი იყო.

image

ჯონ გეისს, მეტსახელად "კლოუნს" სასჯელის უმაღლესი ზომა - სიკვდილი მიესაჯა. განაჩენი აღსრულდა 1994 წლის 10 მაისს.


image


ასევე დაგაინტერესებთ

ეს საშინელი ისტორიები კიდევ ერთხელ მიგვანიშნებს იმაზე, რომ აუცილებელია ბავშვებს და მოზარდებს ვასწავლოთ, რომ არ ენდნონ და არ გაჰყვნენ უცნობ ადმამიანებს, მით უმეტეს თუ ისინი ძალზე კეთილგანწყობილნი არიან მათ მიმართ, ამის გარდა არც თუ იშვიათად გამტაცებლები არიან ნაცნობები ან ახლობელი ადამიანები. ფუსაკო სანო-გატაც...
8 მაისი, 13:36
0
221
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
221
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0