x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
"მოერიდეთ ხალიჩებს და პატარა ბალიშებს, რომლებზეც თქვენი სახელებია ამოქარგული, რადგან..."
image


ფენშუის სპეციალისტი ეკა კვარაცხელია სოციალურ ქსელში საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს, რომელიც სხვადასხვა ნივთებზე საკუთარი სახელის ამოქარგვას ეხება.


როგორც კვარაცხელია წერს, თუ იმ ნივთზე, რომელზეც თქვენი სახელია ამოქარგული ვინმე, ან თქვენ თვითონ ზიხართ, ამას ფაქტიურად თქვენი განადგურება შეუძლია.


მისივე თქმით, ყოვლად მიუღებელია ხალიჩები ფირმის სახელით, ან ლოგოთი, რადგან მასზე ყოველდღიური დაბიჯება ზიანის მომტანია.




"ნუ დააბიჯებთ თქვენს სახელს...

მოერიდეთ ხალიჩებს და სავარძლის პატარა ბალიშებს, რომლებზეც თქვენი სახელებია ამოქარგული, თუნდაც საყვარელი ბებიის მიერ. თუ თქვენ და მით უარესი თუ სხვა ვინმე “ზის" ამოქარგულ ამ დაწერილ თქვენს სახელზე, ამას ფაქტიურად შეუძლია თქვენი განადგურება. ყოვლად მიუღებელია ხალიჩები ფირმის სახელით ან ლოგოთი. წარმოიდგინეთ ხალხის მასა, რომელიც ყოველდღიურად ფეხს აბიჯებენ ფირმის ან სასტუმროს დასახელებას, ეს არ მოუტანს მათ არაფერს, გარდა ზიანისა. ამიტომ არასოდეს არ დაუშვათ - დააბიჯოთ ფეხი თქვენს სახელს ან იჯდეთ მასზე."- წერს ეკა კვარაცხელია.


ფენ-შუი არის უძველესი ჩინური მეცნიერება, ადამიანისა და გარესამყაროს შესახებ და დანიშნულება მისი არის ამ ურთიერთობაში ჰარმონიის მიღწევა, ადამიანი რომ იყოს უფრო ბედნიერი და მშვიდი გარემოსთან ურთიერთობით.
გაუცნობიერებელი და უხილავი ძალები, რაც ჩვენზე ახდენს გავლენას არის ის ენერგიები, რაც აქვს ბუნებას და იმ ყველა ნივთს რაც გარშემოა. ისინი მოქმედებენ ჩვენზე მიუხედავად იმისა, გვჯერა თუ არა მათი.


კლასიკური ფენ-შუი გულისხმობს, რომ ადამიანის ცხოვრებაზე მოქმედებს სამი ასპექტი: „პირველ ადგილზეა-ბედი, მეორე ადგილზეა-გამართლება, მესამე ადგილზეა-ფენ-შუი“

0
237
1-ს მოსწონს
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
237
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0