x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134477
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508532
ვაკის პარკში დაკრძალული 22 წლის ბიჭი, რომლის ვინაობაც გაუმხელელი დარჩა
სა­ქარ­თვე­ლო­ში მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის მსხვერ­პლთა მო­სა­გო­ნებ­ლად უც­ნო­ბი ჯა­რის­კა­ცის საფ­ლა­ვი შე­მოგ­ვრჩა...

ბიჭი, რომელიც ვაკის პარკშია დაკრძალული, 22 წლის ქართველია, დასავლეთ საქართველოდან...

სამშობლოდან შორს... გერმანული არმიის საჰაერო დარტყმების უწყვეტი რეჟიმი... და... ქერჩში დატოვილი სიცოცხლე...

... გაიცა დავალება, რომ უცხოეთში გათხრილ "საფლავებში" ქართველები საბუთების მიხედვით მოეძებნათ. საქართველოდან ჩასული ჯგუფი მიწაში, ათასობით ძვლებში ეძებდნენ ქართველ ჯარისკაცებს, რომელთაც ქართული საბუთი ექნებოდა. უსახელო ქართველებს კი იქვე ტოვებდნენ.


ათასობით უსახელო დაიტოვა უცხო მიწამ... მხოლოდ მანშტეინის დივიზიებთან ბრძოლებში 120, 000 ქართველი დაიღუპა იმ თვეებში ქერჩში....


... საძველეთა შორის მიაგნეს ამ სულ პატარა ბიჭს!...

მასრაში ჩაედო თურმე ქაღალდის ნაგლეჯი... და ზედ სახელი და გვარი ქართულად მიეწერა.

image

გადაწყდა - საქართველოში გადმოესვენებინათ..

გენერალი ჯანჯღავა, გენერალი ყურაშვილი, გენერალი თავართქილაძე, პოლკოვნიკი ჩოხელი და პოლკოვნიკი ქანთარია - აი, ის მცირე ჩამონათვალი ადამიანებისა, რომელებმაც მისი სახელი და გვარი იცოდა.

1975 წელს, ის ჯერ კიდევ ბავშვი, სწორედ ამ ადამიანებს ჩამოუსვენებიათ საქართველოში.

მაგრამ...

არც ერთს გენერალს თუ ოფიცერს მისი ვინაობა არ გაუთქვამს.


image

"ჯავშანტრანსპორტიორში ჩავასვენეთ და ისე წამოვასვენეთ. როდესაც საქართველოში შემოვედით, გზადაგზა გაშლილი სუფრები გვხვდებოდა, ხალხი გვეგებებოდა, ტიროდა...

როდესაც ზუგდიდში ჩამოვედით, სამი მტირალი შაოსანი ქალი მოგვეგება. თურმე ერთ მათგანს სამი შვილი
უგზოუკვლოდ დაჰკარგვოდა ომში,
მეორეს - ორი, მესამეს კი ტყუპი ძმები აღარ დაბრუნებოდნენ ფრონტდან. ...

სამტრედიაში უარესი ამბავი დაგვხვდა...

ზესტაფონში შემოვლითი გზით ვიარეთ, რადგანაც იქაც ზღვა ხალხი გველოდა, არადა თბილისში დროზე უნდა ვყოფილიყავით...

გორშიც ვერ ავცდით დიდ სამგლოვიარო დახვედრას.

მახსოვს, კაცებს ურმებზე ხუთასლიტრიანი ღვინის კასრები შემოედგათ და ხალხი ამ ჯარისკაცის შესანდობარს სვამდა... "

- იხსენებს პოლკოვნიკი ივანე ჩოხელი.

“,

"მის სახელს და გვარს რა დამავიწყებს, მაგრამ ვერ გავთქვამ ამ საიდუმლოს. იმ ხუთი ადამიანიდან მხოლოდ მე ვარ ცოცხალი და ეს საიდუმლო მიწაში უნდა ჩავიტანო"-

ამბობს ყოფილი პოლკოვნიკი და დღემდე საიდუმლოდ გვრჩება ბიჭი, რომელიც ერთერთი იყო იმ მრავალი ქართველიდან, ვინც ჩვენი ქვეყნიდან შეეწირა საშინელ ომს...

ერთი უცნობი, "უსახელო" ჯარისკაცი...

0
296
შეფასება არ არის
ავტორი:ეკა ლაცკა
ეკა ლაცკა
296
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0