x
მეტი
  • 23.10.2019
  • სტატია:95839
  • ვიდეო:343168
  • სურათი:457805
ის, რაც აუცილებლად უნდა იცოდეთ - დიდი ქართველი დავით სარაჯიშვილი და ანდერძი, რომელიც გაგაოგნებთ

თუ ვინმე დიდ ქართველად შეგვიძლია დავასახელოთ, ერთ ერთი დავით სარაჯიშვილია!

ქართული კონიაკის წარმოების ფუძემდებელი, საზოგადო მოღვაწე, ქიმიისა და ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, სახელგანთქმული მრეწველი და უდიდესი ქველმოქმედი, რომელმაც რუსეთის მთელ იპერიაში პირველმა დაამკვიდრა კონიაკის წარმოების სრულფასოვანი ტექნოლოგია.

image

სარაჯიშვილის 1884 წელს დაარსებული ფირმა "სარაჯიშვილი და ამხანაგობა" აერთიანებდა 5 სარექტიფკაციო, 1 არყის, 1 ლიქიორისა და 7 კონიაკის ქარხანას.

აგრეთვე მრავალ საწყობს თბილისში, მოსკოვში, პეტერბურგსა და სხვა ქალაქებში.

1889–1913 წლებში სარაჯიშვილის ფირმის კონიაკმა (განსაკუთრებით „ძველისძველმა“) და სხვა სასმელებმა საერთაშორისო და რუსეთის დეგუსტაციებსა და გამოფენებზე მიიღო 9 ოქროს, 5 ვერცხლის და ბრინჯაოს მედალი.

image

ფოტოზე : დავით სარაჯიშვილის კონიაკის ქარხანა, პავილიონი -

1889 წ.


ამხელა მიღწევებისა და წარმატების მიუხედავად, დავით სარაჯიშვილის ფიქრები სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე მხოლოდ თავის სამშობლოს დასტრიალებდა თავს.

1910 წელს დავითს უკურნებელი სენი შეეყარა. მას ოპერაციის გაკეთება ბერლინში მოუხდა, თუმცა უშედეგოდ...

გარდაცვალებამდე ერთი თვით ადრე დიდ მამულიშვილს ასე დაუჩივლია: „ვკვდები, რა დამშვიდებით მოვკვდებოდი, რომ სამშობლოს იმედი მიმყვებოდეს“.


ანდერძმა კი, რომელიც 1910 წელს, ბერლინისკენ მიმავალს, როსტოვში გაუფორმებია, საზოგადოება გააოგნა!

მთელი ჩემი პირადი ქონების უდიდესი ნაწილი, უძრავი და მოძრავი ქონება დარჩეს საქართველოს! - ბრძანა სარაჯიშვილმა და 1911 წლის 20 ივნისს სამარადისოდ შეუერთდა ზეციურ საქართველოს.

ანდერძი ასე გამოიყურებოდა:

image

ქონება - სამი მილიონი მანეთი გადანაწილდეს შემდეგნაირად:

1. 500 ათასი მანეთი – წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას.

2. 150 ათასი მანეთი – ქუთაისის თეატრის ასაშენებლად.

3. 200 ათასი მანეთი – ისტორიულ-ეთნოგრაფიულ საზოგადოებას.

4. 25 ათასი მანეთი – ქუთაისის დრამატულ საზოგადოებას.

5. 50 ათასი მანეთი – თბილისში პოლიტექნიკურ ან სხვა უმაღლესი სასწავლებლის დასაარსებლად.

6. 30 ათასი მანეთი – ვლადიკავკავის (ორჯონიკიძე) ღარიბ მოსწავლეთათვის, სწავლის ქირის გადასახდელად (განურჩევლად ეროვნებისა);

7. 25 ათასი მანეთი – საქართველოს საეთნოგრაფო საზოგადებას წიგნების გამოსაცემად.

8. 100 ათასი მანეთი – თბილისის ქართულ დრამატულ საზოგადოებას.

9. 10 ათასი მანეთი – სამიწათმოქმედო სახელოსნოს გამოსწორებულ ახალშენთა და თავშესაფართა საზოგადოებას.

10. 171 ათასი მანეთი – სარაჯიშვილის ფირმის მუშა-მოსამსახურეებისათვის;

11. 5 ათასი მანეთი – ქართული ფილარმონიის საზოგადოებისათვის;

12. 20 ათასი მანეთი – ქართული სიტყვაკაზმული მწერლობის საზოგადოებას – ქართული ახალი ორიგინალური ბელეტრისტული ნაწერებისათვის პრემიის დასანიშნად.

13. 50 ათასი მანეთი – ავლაბარში საპროფესიო სკოლის დასაარსებლად და შესანახად.

14. 10 ათასი მანეთი – მოსკოვის ქართულ საზოგადოებას.

15. 10 ათასი მანეთი – დიდუბის ტაძარს.

16. 5 ათასი მანეთი – რუსეთის მევენახეთა და მეღვინეთა საზოგადოების სადგურს ოდესაში.

17. 200 ათასი მანეთი – ქირურგიულ საავადმყოფოს ასაშენებლად თბილისში.

...

დავითის გარდაცვალების შემდეგ, ქმრისეულ სამრეწველო-საქარხნო საქმეებს სათავეში ჩაუდგა და წარმოება არა თუ შეამცირა, გაასამკეცა დავით სარაჯიშვილის მეუღლემ ეკატერინე ფორაქიშვილმა.

image

1916 წელს კი ჯანმრთელობა შერყეულმა ითხოვა:

„ნუ დამკრძალავთ დიდებულად, არ ვსაჭიროებ არც გვირგვინთ, არც დიდ ძეგლს, ბევრი არ დამახარჯოთ და ქონება ჩემსა ერსა გაუბოძეთ“.

ეკატერინემაც, დავითის მსგავსად, თავისი უძრავ-მოძრავი ქონების დიდი ნაწილი სამშობლოს დაუტოვა.

“,



“ყველგან და ყველაფერში უნდა იყო პატიოსანი ადამიანი. ეს უფრო მეტია, ვიდრე იყო მილიონების პატრონი, ” – დავით სარაჯიშვილი.

0
1015
2-ს მოსწონს
ავტორი:ეკა ლაცკა
ეკა ლაცკა
1015
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0