x
სწორედ რომ ჩვენი ქვეყნის ერთადერთი ოკუპანტი არის რუსეთი! დიახ, არც მეტი და არც ნაკლები.– დეკანოზი ილია ჭიღლაძე
image
დეკანოზი ილია ჭიღლაძე სოციალური ქსელის საშუალებით შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

"დღეს ბევრი ქართველისგან გაიგონებ ფრაზას: "მარტო რუსეთია ოკუპანტი?! თურქეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი არაა ოკუპანტი?!"

სწორედ რომ ჩვენი ქვეყნის ერთადერთი ოკუპანტი არის რუსეთი! დიახ, არც მეტი და არც ნაკლები.

გვინდა თუ არ გვინდა, საქართველოს სახელმწიფოს ამჟამინდელი საზღვრები აღიარებულია როგორც ჩვენი კანონებით, ისე საერთაშორისო სამართლით იმ სახით, როგორც ეს საქართველოს სსრ-ს დაუდგინა საბჭოთა რუსეთმა, შესაბამისად ვერც ტაო-კლარჯეთის, ვერც ლორეს, ვერც ჰერეთის ისტორიულად ქართულ მიწებს ვერ ჩათვლით ოკუპირებულად თურქეთის, სომხეთის და აზერბაიჯანის მიერ, ეს მიწები მათ ოკუპანტმა საბჭოთა რუსეთმა 1921-1922 წლებში დაუთმო/აჩუქა ისევდაისევ ქართველი ბოლშევიკების, სტალინის (მაშინ რუსეთის ეროვნებათა საქმეების კომისრის/მინისტრის) და მისი დამქაშების ხელით და საქართველოს სსრ ხელისუფლებამ მოსკოვის მითითებას თანხმობა განუცხადა ამაზე.


შესაბამისად, რეალობა ისაა, რომ ქართული კანონმდებლობით და საერთაშორისო სამართლით, დღეს ოკუპირებულის სტატუსი აქვს მხოლოდ აფხაზეთს და ცხინვალის რეგიონს. ხოლო დანარჩენი ისტორიული ქართული რეგიონების დაკარგვა საბჭოთა რუსეთის მიერ გაფორმდა და უმთავრესი ბრალეულობაც მის კისეზეა.

ამდენად უცოდინართა და პრორუსთა ფსევდოპატრიოტულ ნარატივს ამ საკითხზე წერტილი უნდა დაესვას. აფხაზეთ-ცხინვალის სტატუსის გათანაბრება ტაო-კლარჯეთ-ლორე-ჰერეთის მდგომარეობასთან კრემლის მორიგი ხრიკია ამ ოკუპირებული მიწების საბოლოოდ მისათვისებად.

რაც შეეხება ცხრა მაისს, ეს დღე გლოვის დღედაა გამოსაცხადებელი: სტალინურმა რეჟიმმა ხომ ნამდვილი გენოციდი მოუწყო მცირერიცხოვან ქართველ ერს, პროცენტულად ყველაზე მეტად ქართველებს გააღებინა მსხვერპლი. ალბათ, "დიდი ბელადის" პატივმოყვარეობის დაკმაყოფილებას ასე სჭირდებოდა." – წერს ილია ჭიღლაძე

0
60
შეფასება არ არის
ავტორი:ბესიკი ჩაფიჩაძე
ბესიკი ჩაფიჩაძე
60
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0