x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
ათი ყველაზე საშინელი პარაზიტი, რომელიც შეიძლება ადამიანის სხეულში ბუდობდეს

image


ალბათ, ყველას გვსმენია იმ საშინელი სნეულებების შესახებ, რომელიც ძირითადად კოღოებისა და სხვა გადამტანი პარაზიტების მეშვეობით ვრცელდება, როგორც მაგალითად მწვავე პროტოზოული დაავადება - მალარიაა, მაგრამ ყველამ არ იცის, რომ სწორედ აი ახლა, ზოგიერთი დაუპატიჟებელი "სტუმარი" შეიძლება უკვე ჩვენს ორგანიზმში ბუდობდეს. პარაზიტები, კერძოდ კი ჭიები და ტკიპები - ეს ის ცოცხალი არსებები არიან, რომლებიც ადამიანის ორგანიზმში სრულიად თავისუფლად "გადაადგილდებიან".


ნეგლერია ფოულერი



image


1.დაზიანებული ტვინი


ნეგლერია ფოულერი - ადამიანის ტვინით იკვებება და მის ნერვულ სისტემას პრაქტიკულად მთლიანად ანადგურებს. ორგანიზმში ამ პარაზიტის არსებობა ისეთ უსიამოვნო სიმპტომებს იწვევს, როგორიცაა - თავის ტკივილი, გულისრევის შეგრძნება, ღებინება, ზოგიერთ შემთხვევაში კი ადამიანის სიკვდილსაც იწვევს. ნეგლერია ფოულერი საკმაოდ იშვიათი პარაზიტის სახეობას წარმოადგენს, ამ სახიფათო "არსებით" დაინფიცირების რიცხვი მსოფლიოს მასშტაბით 1000 არ აღემატება. ინფექციის წყაროს - აუზისა და ტბის წყლები წარმოადგენს, ასე რომ, იყავით ფხიზლად!


ონქოცერკოზი


image


2. სიბრმავე


ფილარია ონქოცერკოზი - ეს არის ჭია გელმინტი, რომელიც იწვევს შემაერთებელქსოვილოვანი კვანძების წარმოქნას კანქვეშა უჯრედისში და თვალების დაზიანებას, რომელსაც საბოლოოდ ადამიანი სიბრმავემდე მიყავს. ფილარია ონქოცერკოზი ძირითადად აფრიკის რიგ ქვეყნებში, ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაშია გავრცელებული.


ფილარია ბანკროფტა


image


3. ელეფანტიაზი (სპილოვნობა, "სპილოს" ავადმყოფობა)


ამ პარაზიტს ხშირად "სპილოს" ავადმყოფობასაც უწოდებენ, მაგრამ არა საკუთარი ზომის გამო, არამედ იმიტომ რომ ის, ადამიანის სხეულს, გარეგნულად საკმაოდ ამახინჯებს. ფილარია ბანკროფტა ადამიანის ორგანიზმში მოხვედრისას იგივენაირად იქცევა, როგორც სხვა პარაზიტები. ერთი წლის შემდეგ ჭია უკვე იმ ზომას აღწევს, რომ ლიმფურ სისტემაში ხვდება, რომელიც თავის მხრივ სხეულიდან სითხის გადინებას აკონტროლებს, როცა ზრდასრული ჭია "მეგობრებთან" ერთად სადრენაჟო არხებს ბლოკავს, სითხე ორგანიზმიდან გამოსვლას ვეღარ ახერხებს, გროვდება და შედეგად კიდური, სპილოს ფეხს ემსგავსება.


ლოა, ლოა


image


4. "ლოა ლოა" - ტროპიკული სანაპიროს კოქტეილის სახელწოდება არ გეგონოთ. ეს პარაზიტია, რომლითაც დაინფიცირება მწერის ნაკბენით ხდება. ორგანიზმში მოხვდერილი მატლი გარკვეული პერიოდის განმავლობაში იზრდება და პირდაპირ თვალის სკლერაში (ცილოვანი გარსი) ძვრება, უფრო მეტიც სნეული თვალში მის თითოეულ გადაადგილებას მთელი სიმძაფრით გრძნობს, პარაზიტს ადამიანის ორგანიზმში სიცოცხლე 17 წლამდე შეუძლია.


ბუზანკალი



image


5. ბუზანკალი - პარაზიტი


ბუზანკალი, "მსხვერპლის" სხეულზე ჯერ კვერცხს დებს, საიდანაც ათასამდე მატლი იჩეკება, იმისთვის რომ ლარვამ იარსებოს, გარშემო ყველაფერის ჭამა უწევს, მათ შორის ადამიანის ხორცის, რის შედეგადაც სხეულზე ხვრელი წარმოიქნება, რომლის საშუალებითაც ისინი ორგანიზმში აღწევენ. ადამიანის სხეულში შეღწეული პარაზიტი კი მთელ რიგ დაავადებებს იწვევს. დაინფიცირებულის ამ მავნე "არსებისგან" გათავისუფლება, ქირურგის დახმარების გარეშე პრაქტიკულად წარმოუდგენელია.


რიშტა


image


6. როცა ადამიანი ტბაში ან მდინარეში ბანაობს, დიდი შანსია რომ შემთხვევით წყლის რწყილი ანუ დაფნია გადაყლაპოს. ამ პარაზიტის საყვარელი ადგილი ხომ მტკნარი წყალია, სადაც საგულდაგულოდ მოკალათებული, საკუთარ მსხვერპლს მოუთმენლად ელის. როცა პარაზიტი ადამიანის კუჭში ხვდება, კუჭის წვენი მას გადაამუშავებს, თუმცა რიშტა (დრაკუნკულეზი) რომელიც მის შიგნით არის მოთავსებული, ცხოვრებას უკვე ახალი ბინადრის ორგანიზმში განაგრძობს. 1 წლის შემდეგ მატლის სიგრძე 60 – 90 სმ აღწევს. ადამიანის სხეული მისთვის კომფორტულ ზონას უკვე აღარ წარმოადგეს, ვინაიდან "პატრონის" სხეულის პარამეტრები მას მოცულობაში "ეპატარავება", ამიტომ გარეთ გამოძვრომას ყველანაირად ლამობს. სხეული ამ დროს სიცხისგან იწვის, დაინფიცირებულს ერთი სული აქვს ცივ წყალში შეცუროს რათა საშინელი წვისა და ტკივილს შეგრძნება ჩააცხროს, თუმცა პარაზიტსაც სწორედ ეს უნდა, რათა წყალში ათასამდე მატლი გაუშვას, თავად კი კვლავაც ორგანიზმში დარჩეს.


ჩვეულებრივი ვანდელია - თევზი - ვამპირი




image


7. ალბათ, არაერთხელ გსმენიათ რომ მდინარეში, ტბასა თუ აუზში ცურვისას მოშარდვა სასტიკად იკრძალება. ეს გაფრთხილება თქვენი ყურადღების ღირსია .. დარწმუნებული ვარ, მას შემდეგ რაც - ჩვეულებრივი ვანდელიას შესახებ ინფორმაციას გაეცნობით, ამ "სარისკო" ქმედებაზე აღარასდროს წახვალთ. "თევზი - ვამპირი" რომელიც ამაზონიის წყლებში ბინადრობს, ძალინ პატარა ზომის არის, რაც არ უნდა დაუჯერებელი იყოს, შარდვისას ის ადამიანის შარდის ბუშტში აღწევს, ორგანიზმში მოხვედრილი კი დაინფიცირებულის სისხლითა და ხორცით იკვებება, ამ პარაზიტის სხეულში არსებობა აუტანელ ტკივილსა და ჯანმრთელობის მდგომარეობის სერიოზულ გაუარესებას იწვევს.


ასკარიდა


image


8. ასკარიდა, მომრგვალებული ფორმის ჭიაა, ადამიანის ორგანიზმში მისმა სიგრძემ შეიძლება 30 სანტიმეტრსაც კი მიაღწიოს. ამ პარაზიტით დასნეულება ყველაზე ხშირად სოფლად ხდება. ორგანიზმში მისი არსებობა მკვეთრად გამოხატული სიმპტომებით არ ვლინდება, სანამ მათი რაოდენობა მაქსიმუმს არ მიაღწევს. ამ შემთხვევაში კი შეიძლება - თავის ტკივილმა, მაღალმა ტემპერატურამ, ღებინების შეგრძნებამ და დიარეამ შეგაწუხოთ. ასკარიდა მოზრდილებთან შედარებით უფრო ბავშვებს "ერჩის", ვინაიდან ჰიგიენის გარკვეული წესების დაცვა მათ უფრო უჭირთ.



მუნის ტკიპა


image



9. მუნი


მუნის ტკიპა კანზე ქავილსა და წითელ ლაქებს იწვევს. ეს პატარა პარაზიტი პატრონის კანზე "სავალ გზებს" მთელი გულმოდგინებით თხრის, სადაც მრავლდება კიდეც. პარაზიტი ადამიანის სისხლით იკვებება. ტკიპას კანის ნებისმიერი ნაწილის დაზიანება შეუძლია, თუმცა ყველაზე ხშირად - ხელის თითების ზედაპირზე, იღლიის ქვეშ, თითებს შუა ნაკეცებში, წვივებსა და ბარძაყების არეში გვხვდება.


თასმისებური ჭია



image



10. თასმისებური ჭია - ზემოთ ჩამოთვლილი სხვა დანარჩენი პარაზიტებიდან ყველაზე ვერაგია. ძირითადად ის ადამიანის ტვინში სახლდება და იქ სულ მცირე 20 წლის განმავლობაში რჩება. ამ პერიოდში ადამიანს ისეთი სიმპტომები უვითარდება, რომელიც ორგანიზმში პარაზიტის არსებობას თითქმის არ მიანიშნებს. თუმცა, ჭია როდესაც ზრდის პროცესს ასრულებს, ის პატრონის სიცოცხლის შემოკლებას "მთელი მონდომებით" ცდილობს. ამ სასიკვდილო პარაზიტით დასნეულება დაბინძურებული ხორცითა და წყლით ხდება.




0
687
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
687