x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
პოპულარული ბრაზილიელი მოდელი ძაღლების გადარჩენის მცდელობის დროს წყალში დაიხრჩო
image
პოპულარული მოდელი და ტელეწამყვანი, ბრაზილიელი კეროლაინ ბიტენკურტი წყალში გადახტა, რომ თავის ორი ძაღლი გადაერჩინა და დაიხრჩო, მისი გვამი მაშველებმა სანაპიროსთან იპოვეს, იუწყება
Daily Mail.


37 წლის ლამაზმანი ტელევიზიაში მუშაობდა და ამასთანვე მონაწილეობდა ფოტოსესიებში, რომელიც მოდურ ჟურნალებში ქვეყნდებოდა.


როგორც მისი მეუღლე ჟორჟე სესტინი ჰყვება, ტრაგედიის დღეს ისინი იახტით სეირნობდნენ, რა დროსაც ქარიშხალი ამოვარდა, რაღაც მომენტში მათი ორი ძაღლი, რომელიც თან იახტაზე ჰყავდათ, წყალში გადაცვივდნენ.

image


კაროლინ ბიტენკურტი მაშინვე წყალში გადახტა და შეეცედა ძაღლების გადარჩენას, თუმცა თვითონაც სტიქიის ტყვეობაში აღმოჩნდა, როცა ქმარმა შეატყო, რომ კაროლინსაც დახმარება სჭირდებოდა თვითონაც წყალში გადაეშვა, თუმცა ქმარმა მისი პოვნა ვეღარ შეძლო.

image

ამასობაში ჟორჟ სესტინს იახტაც გაუქრა თვალსაწიერიდან, ამის შემდეგ მამაკაცს სამი საათი მოუწია ცურვამ, რომ როგორმე ნაპირთან მიეღწია, იგი მაშველებმა იპოვეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს.


მაშველები გაეშურნენ ქალის საძებნელად და მისი გვამი იპოვეს ტრაგედიის ადგილიდან 15 მილის მოშორებით სიგარისის პლაჟთან.

image

მოგვიანებით კეროლაინის მამამ უარყო, რომ მისი ქალიშვილი ძაღლების გადასარჩენად გადახტა წყალში, იგი ამბობს, რომ მისი ქალიშვილი ძლიერმა ტალღამ გადაისროლა ზღვაში.


კეროლაინ ბიტენკურტის კარიერა 1997 წელს იტალიაში იწყება, იგი თანამშრომლობდა ისეთ ცნობილ დიზაინერებთან, როგორებიცაა ვალენტინო გარავანი და რობერტო კავალი, მუშაობდა RedeTV! -ში, მიყავდა გადაცემა Top Report და RecordTV-ში Hoje em Dia .



image


კეროლაინ ბიტენკურტს დარჩა 17 წლის ქალიშვილი პირველი ქორწინებიდან.

0
201
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
201
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0