x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ცნობილი გეების ქმრები

დევიდ ფერნიში(ელტონ ჯონის ქმარი
)-კანადელი რეჟისორი, პროდიუსერი და მსახიობი, მათ ერთ-ერთ წვეულებაზე გაიცნეს ერთმანეთი და მაშინვე ტელეფონები გაცვალეს.ელტონ ჯონმა მოგვიანებით განაცხადა, რომ ფერნიშმა გაცნობისთანავე მასზე დადებითი შთაბეჭდილება დატოვა-შესანიშნავი გარეგნობით, მოკრძალებული და დახვეწილი მანერების წყალობით.

image


დევიდ ბარტკა(ნილ პატრიკ ჰარისონის ქმარი)-იგი სამსახიობო ნიჭითაც გამოირჩევა, ითამაშა რამდენიმე სერიალში ეპიზოდური როლი, ამასთანავე დევიდი პროფესიონალი შეფ-მზარეულია.

image



რიჩარდ ბარკლი(ტომ ფორდის ქმარი)-სხვათა შორის ბარკლიც დიზაინერია, ფორდს როჩარდი პრაქტიკულად ერთი ნახვით შეუყვარდა და აგერ უკვე 30 წელი ერთად არიან.რამდენიმე წლის წინ მათ ბიჭუნაც იშვილეს.

image



ტოდ სლივაკი(ჯიმ პარსონსის ქმარი)-სერიალის "დიდი აფეთქების თეორიის" ვარსკვალვბის მეწყვილეს შესახებ ბევრი არაფერია ცნობილი, ტოდი სწავლობდა ერთ-ერთ პრესტიჟულ უნივერსიტეტში და მიიღო ბაკალავრის ხარისხი, თანამშრომლობს ისეთ გიგანტებთან, როგორიც

American Express და The New York Times-ია.


image


ჯვან იოსეფი(რიკი მარტინის ქმარი)-ჯვან იოსეფი სირიული წარმოშობის შვედი მხატვარია, ჰქონდა პერსონალური გამოფენები ლონდონში და სტოკჰოლმში, საკუთარ ნამუშევრებს Instagram-ზეც ათავსებს, რომელსაც 560 000 ფოლოვერი ადევნებს თვალს.

image


ჩარლი დეფრანჩესკო(მარკ ჯეიკობსის ქმარი)-მათი ქორწილი სულ რაღაც ერთი თვის წინ გაიმართა, ცნობილი დიზაინერის ქმარზე ცოტა რამ არის ცნობილი, დაიბადა შვეიცარიაში, ბავშვობა კი ლოს ანჯელესში გაატარა, პროფესიით პოლიტოლოგია, თუმცა სამოდელო ინდუსტრიაში გადაერთო და მამაკაცთა ბუტიკი გახსნა.

image



გრეგ ბერლანტი(რობი როჯერსის ქმარი)-პოპულარული რეჟისორი, სცენარისტი და პროდიუსერი გრეგ ბერლანტი აგრეთვე პოპულარული და ცნობილი ფეხბურთელის, რობი როჯერსის მეუღლეა, რომელმაც პირველმა ამერიკულ სპორტულ ლიგაში ღიად განაცხადა, რომ გეია.ისინი ვაჟს ზრდიან, რომელიც სუროგატი დედისგან ჰყავთ.image

0
393
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
393
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0