x
"ხუთ დღეში ყველაფერი შემიცვალა თავში, რა გააკეთა არ ვიცი"- ნოე სულაბერიძისა და ჯანეტ ქერდიყოშვილის სიყვარულის ამბავი

image


"მის სა­ქარ­თვე­ლო" ჯა­ნეტ ქერ­დი­ყოშ­ვი­ლი გადაცემა "პრაიმშოუში" ყვება, როგორ გაიცნო პროდიუსერი, ტელეწამყვანი ნოე სულაბერიძე და როგორ მოხდა მათი დაახლოება.
მისივე თქმით, ნოემ სულ რაღაც ხუთ დღეში ჯანეტის ცხოვრებაში ყველაფერი შეცვალა.

"თბილისის ერთ-ერთ კაფეში შევხვდით ერთმანეთს. დაახლოებით სამი საათის განმავლობაში ვლაპარაკობდით. ძალიან ბევრს ვიცინოდით, ისიც შემიძლია ვთქვა, რომ ცხოვრებაში ამდენი პოზიტივი არასდროს მქონია. ამ სამი საათის განმავლობაში გადაცემაში დაპატიჟებას ველოდები, თუმცა სულ სხვა თემებზე ვლაპარაკობდით. მეორე დღეს მივფრინავდი ევროპაში მეგობრებთან ერთად და ბოლოს ნოე მეუბნება, რომ იქნებ ხვალ გაგაცილოო. აი, ამ დროს მივხვდი, რომ რაღაც სხვაში იყო სქმე. თუმცა ბოლომდე კიდევ ვერ გავაცნობიერე, რა ხდებოდა. ევროპაში დაახლოებით ხუთი დღე ვიყავი, ჩამოვედი თუ არა, ხუთ დღეში ყველაფერი შემიცვალა თავში, რა გააკეთა არ ვიცი"-განაცხადა ჯანეტ ქერდიყოშვილმა.


შეგახსენებთ, ჯა­ნეტ ქერ­დი­ყოშ­ვი­ლმა და ნოე სულაბერიძემ ხელი დაახლოებით ერთი თვის წინ მოაწერეს. ხელ­მო­წე­რის ცე­რე­მო­ნი­ა­ზე ჯა­ნეტს სადა თეთ­რი კოს­ტი­უ­მი ეცვა.

0
923
1-ს მოსწონს
ავტორი:ელენა18
ელენა18
923
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0