x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134029
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა ალინა კაბაევას შვილის ფოტო,რომელიც ძალიან ჰგავს პუტინს
image

ჯერ კიდევ 2008 წლიდან გავრცელდა ხმები, რომ რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს რომანი ჰქონდა, ყოფილ ტანოვარჯიშესთან და ამჟამად რუსეთის დუმის დეპუტატთან ალინა კაბაევასთან, იმასაც ამბობდნენ, რომ მათ საიდუმლოდ ხელიც მოაწერესო, სწორედ კაბაევა იყო მიზეზი, რომ ვლადიმერ პუტინი ცოლს-ლუდმილას გაეყარაო.

image

ამჟამად პუტინის და კაბაევას ურთიერთობაზე აღარაფერი ისმის, თუმცა ამ დღეებში სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა ალინა კაბაევას ვაჟის -დიმიტრის ფოტო, რომელიც ძალიან წააგავს რუსეთის პრეზიდენტს, -ეს იქნება სახის და ტუჩების მოყვანილობა, თვალები თუ თმის სტრუქტურა.


image

დიმიტრი 2009 წელს დაიბადა.ალინა კაბაევა ოფიციალურად გათხოვილი არასდროს ყოფილა, არც მის ამჟამინდელ პირად ცხოვრებაზეა რამე ცნობილი, ამიტომ ეჭვს ესეც უფრო აძლიერებს, რომ ეს შესაძლოა ნამდვილად პუტინის შვილია.



ალინა კაბაევას, მანამდე პრესისთვის ცნობილი ორი რომანი ჰქონდა, ეს იყო ფეხბურთელ მაქსიმ ბუზიკინთან, ჯერ კიდევ როცა სულ ნორჩი იყო 2000-იანების დასაწყისში, შემდეგ კი ქართველ მილიციის მაიორ-დავით მუსელიანთან, 2004-2006 წლებში, ამბობდნენ დანიშნულებიც იყვნენო, თუმცა საბოლოოდ მაინც დაშორდნენ.

image

თავად კაბაევა უარყოფს, რომ დიმიტრი პუტინის შვილია, (ეს ვერსია პირველად ამერიკულმა გამოცემა New York Post -მა გაავრცელა)მეტიც, იგი მაშინ აღნიშნავდა, რომ ეს არის მისი ნათესავი არსენი.

image

2013 წელს კაბაევამ ჟურნალ "Большой спорт»-თან ინტერვიუში კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მას საერთოდ არ ჰყავს შვილი, თუმცა 2015 წელს გაზეთმა Neue Zürcher Zeitung -მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ტიჩინოს წმინდა ანას VIP-კლინიკაში იმშობიარა ალინა კაბაევამ და გააჩინა მეორე ბავშვიო.

image

0
1279
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
1279
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0