x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
მეორე მსოფლიო ომის დროინდელი 10 ყველაზე გავრცელებული სიმღერა
image

ისტორიის ყოველ ეტაპს თავისი თვითმყოფადი მუსიკა გააჩნია, არც მეორე მსოფლიო ომია გამონაკლისი. ნახევარი მსოფლიო ომში იყო ჩართული და თითქოს ამ პერიოდში კულტურა თუ სპორტი თითქმის ჩამკვდარი უნდა ყოფილიყო, მაგრამ მიუხედავად იმისა, მაინც იქმნებოდა ფილმები და სიმღერები.



დღეს 9 მაისია, ფაშიზმზე გამარჯვების მორიგი წლისთავი, ამ დიდ თარიღთან დაკავშირებით გთავაზობთ 10 ყველაზე პოპულარული სიმღერის რეიტინგს მთელი მსოფლიოდან, რომელიც გამოცემა History hit-ის შედგენილი.



Boogie Woogie Bugle Boy-ჩაწერილი დები ენდირუების მიერ 1941 წლის იანვარში, სიმღერა ჟღერს ებოტა და კოსტელოს ფილმში "Buck Privates", რომელიც ძალზე პოპულარული იყო იმ პერიოდში აშშ-ში, ჟურნალმა "ტაიმმა" კომპოზიცია მეორე მსოფლიო ომის ყველაზე ჰიპურ სიმღერად დაასახელა და შეიყვანა All-TIME 100 Songs-ის რეიტინგში, არსებობს უამრავი ქავერ ვერსია, მათ შორის 2010 წელს Katy Perry, Keri Hilson და Jennifer Nettlesის მიერ შესრულებული .



Don’t let’s be Beastly to the Germans-ნოელ ქოვარდის სიმღერა გაზავებული იყო იუმორით და პატრიოტიზმით, იგი გახდა უისტონ ჩერჩილის საყვარელი სიმღერა, სიმღერის გაშვება ეთერში 1943 წელს აიკრძალა, რადგან ლუფტვაფეში დარჩენილებს სახუმაროდ ნამდვილად არ ჰქონდათ საქმე.

"კატიუშა"-სიმღერის ავტორები მატვეი ბლანტერი და მიხაილ ისაკოვსკი-პატრიოტული და ამასთანავე სიყვარულზე პირველად შეასრულა ვალენტინა ბატიშევამ 1938 წელს, ამ სიმღერის იტალიური ვერსია-Fischia il vento ძალზე პოპულარული იყო პარტიზანებში.




Stalin wasn’t Stallin’-რობერტ უაიტის დაწერილი სიმღერა, რომელსაც The Golden Gate Jubilee Quartet ასრულებს.ეს სიმღერა იმას მიანიშნებს, რომ იმ პერიოდში აშშ კეთიგანწყობილი იყო საბჭოთა კავშირის მიმართ.




Panzerlied-ნაცისტების ცნობილი სამხედრო ჰიმნი, რომელიც ვერმახტის ობერლეინტენანტმა კურტ ვილემ დაწერა პირველ რიგში სატანკო ბრიგადების გასამხნევებლად.



Kiss me Goodnight Sergeant Major-არტურ ასკის 1939 წლის იუმორისტული სიმღერა შექმნილი ბრიტანელი ჯარისკაცებისთვის.



Praise the Lord and Pass the Ammunition-ამერიკულ პატრიოტული სიმღერა დაწერილი ფრენკ ლასერის მიერ.



Bella Ciao-იტალიური სიმღერა, დაწერილი ხალხური Fior di tomba-ს ზეგავლენით, დაწერილა ერთ-ერთი პარტიზანის მიერ ბოლონიის აპენინიებში და იქვე გავრცელდა პირველად, მსოფლიო ჰიტად 1947 წელს იქცა, პრაღაში გამართულ ახალგაზრდულ ფესტივალის შემდეგ.


Le Chant des Partisans-რუსულ მოტივებზე შექმნილი ყველაზე პოპულარული სიმღერა ფრანგ პატრიოტებს შორის, რომელიც 1943 წელს დაწერა ანა მარლიმ(ანა წარმოშობით რუსი იყო), ამავემ დაწერა «Une chanson à trois temps», რომელსაც ედიტ პიაფი და ლეოონარდ კოენი ასრულებდა.


There’ll Be Bluebirds Over the White Cliffs of Dover-ვერა ლინის 1942 წელს შესრულებული სიმღერა, რომელიც იმედს იძლევა, რომ მშვიდობა დადგება, (ავტორები უოლტერ კენტი და ნეტ ბარტონი)




ასევე დაგაინტერესებთ მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ჰიტები

image

image

აშშ-ში 95 წლის ასაკში გარდაიცვალა მეზღვაური ჯორჯ მენდოსა, საკულტო ფოტოს გმირი, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დასრულების გამოცხადების შემდეგ ექთნის ფორმაში გამოწყობილ ქალს კოცნის.საზოგადოება ამ ფოტოს იცნობს სახელით "კოცნა თაიმს-სკვერზე". მენდოსას ქალიშვილის განცხადებით, "მამა გარდაიცვალა ქალაქ მიდტაუნის საავადმყოფოში, სადაც ის ბოლო 70 წლის გა...

დღეს 9 მაისია, ფაშიზმზე გამარჯვების 73-ე წლისთავი.საქართველოდან მეორე მსოფლიო ომში 700 000-ზე მეტი მეომარი იბრძოდა, მათგან ნახევარი ვეღარ დაბრუნდა შინ.საბჭოთა კავშირის გმირის წოდება 136 თანამემამულეს მიენიჭა, ამის გარდა 2 ქართველი იტალიის ეროვნული გმირი გახდა, ცალკე ხაზგასასმელია ქართული ბატალიონის აჯანყება ტექსელის კუნძულზე. ქვემოთ გავეცნობით ქართველთ...

მათ 1944 წელს ტეხასში (აშშ)გაიცნეს ერთმანეთი.ახალგაზრდა პეგის 22 წლის შთამბეჭდავი გარეგნობის მფრინავი ბილი ჰარისი ერთი ნახვით შეუყვარდა.მალე შეყვარებულები დაქორწინდნენ, მაგრამ მათი ბედნიერება დიდხანს არ გაგრძელებულა. მეუღლეებმა 6 კვირა მოასწრეს ერთად ყოფნა, სანამ ბილი ფრონტზე არ გაიწვიეს.ახალდაქორწინებულ...

დღეს 9 მაისია, ფაშიზმზე გამარჯვების 71 წლისთავი.დღე, როდესაც მსოფლიოს რამდენიმე ქვეყნის გაერთიანების მეოხებით დედამიწას მოაშორეს ისეთი ჭირი, როგორიც ფაშიზმია.ომი, რომელსაც 60 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.მაინც როგორია დღევანდელი გადმოსახედიდან თანამედროვე საზოგადოებისთვის მეორე მსოფლიო ომი და რა იციან მის შესახებ? ამ დღეებში ისეთი მსხვილი დ...

1
187
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
187
  
2019, 9 მაისი, 9:45
საოცარია, მაგრამ აქედან ნახევარზე მეტი საერთოდ არ ვიცოდი:(
0 1 1