x
image
ნიკოლოზ ხუციშვილი
სოსო გოგაშვილი არ ხელმძღვანელობდა პანკისში ჩატარებულ სპეცოპერაციას! - ნინი გოგაშვილი
image

სოსო გოგაშვილი არ ხელმძღვანელობდა პანკისში ჩატარებულ სპეცოპერაციას!
-ძალიან რთული იყო ზოგადად, ამ პერიოდის განმავლობაში ჩემ მიმართ ცილისწამების მოსმენა. ძალიან მძიმეა, როცა გაბრალებენ იმას, რაც არ გაგიკეთებია. რა თქმა უნდა, იმ ღონისძიებასთან არანაირი შეხება მქონია, რასაც მაბრალებენ და ამბობენ, რომ მკვლელი ვარ. ეს იმ ტიპის ღონისძიება არ იყო, სადაც მაღალი თანამდებობის პირები დადიან. გამომძიებლები მიდიან, უზრუნველყოფას სპეცდანიშნულების რაზმი უკეთებს, რადგან მძიმე მუხლია. ახმედ ჩატაევი, ცნობილ ხუთეულში შემავალი ტერორისტული დაჯგუფების ხელშემწყობები იყვნენ. პანკისში მე არ ვყოფილვარ, რადგან ჩემი იქ ჩასვლის აუცილებლობა არ იყო, არც ცენტრის დირექტორი არ ყოფილა. ახლა სიბინძურეებს ავრცელებენ, თანამშრომლის გვარს ასახელებენ, რომ ის ყოფილა. ვადასტურებ, რომ ის ადამიანი, ვისზეც ახლა საუბრობენ, იმ ღონისძიების ხელმძღვანელი არ ყოფილა. იქ გამომძიებლები ჩავიდნენ, ბრალი უნდა წარედგინათ სასამართლო განჩინების საფუძველზე. პანკისში რომ ვყოფილიყავი, ამას არ დავმალავდი.


- არც სპეცოპერაციას ხელმძღვანელობდით?


- არა, რა თქმა უნდა. ჩვენ სპეცოპერაცია სალოსის ქუჩაზე ჩავატარეთ, შემდეგ იქიდან ამოღებული ნივთმტკიცებების საფუძველზე, უცხოელ კოლეგებთან ერთად ფართომასშტაბიანი საგამოძიებო პროცედურები ჩავატარეთ, ამოვიღეთ მტკიცებულებები, რამაც მოგვცა საფუძველი, რომ ეს ადამიანები ტერაქტის მომზადებაში იყვნენ ჩართულები. საჭირო გახდა იმ ადამიანების დაკავება.


================კომენტარები================


Natia Martkoplishvili - Simartles male daamtkiceb gmertma dzala mogces ro am ciliswameblebs gaudzloo.


Qartvelishvili Tea პურით, საკვებით დატვირთული მანქანის საბარგული მახსოვს სოსოსი, მონასტერში რომ მიქონდა, ცდილობდა განსაცდელში მყოფ ადამიანს დახმარებოდა, შემძრა ამ ამბავმა, სიყრმის მეგობრები ვიყავით, ძმასავით მედგა გვერდში გასაჭირში, ერთმანეთის სიხარული გვახარებდა, თავდაუზოგავად შრომობდა ოჯახისთვის, როგორ შეიძლება ასეთი კაცი მკვლელი იყოს, ამის გაფიქრებაც მზარავს, უფალი იყოს შენი მფარველი ჩემო კარგო ადამიანო.image

0
282
3-ს მოსწონს
ავტორი:ნიკოლოზ ხუციშვილი
ნიკოლოზ ხუციშვილი
282
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0