x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
შსს-მ როენა ხუცურაული დააკავა
image
პოლიციამ როენა ხუცურაული დააკავა. მას პროსტიტუციის მიზნით ფართის გადაცემა ედება ბრალად. განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.



"ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლების მიერ დაკავებულია: სასტუმრო „მამიდას“ მფლობელი, 1960 წელს დაბადებული რ. ხ. - მეტსახელად „მამიდა“, ამავე სასტუმროს მოიჯარე, 1972 წელს დაბადებული ზ. ქ. - მეტსახელად „სალომე“ და სასტუმრო „გოლდის“ მფლობელი, 1976 წელს დაბადებული ნ. დ. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 2-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ფარული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად დადგინდა, რომ დაკავებულები თავიანთ კუთვნილ სასტუმროებში ფართს პროსტიტუციის ხელშეწყობის მიზნით, სისტემატურად აქირავებდნენ."-ნათქვამია განცხადებაში.

image


გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 254-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, ასევე, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის “ა“ და “გ“ ქვეპუნქტებით.


როენა ხუცურაული, იგივე მეტსახელად "მამიდა" კარგა ხანია სექს-ინდუსტრიაში მოღვაწეობს, იგი არაერთხელ იყო პრესის, საზოგადოების თუ სამართალდამცველების ყურადღების ქვეშ. 2006 წელს "როენას საუნასთან" ვიზიტის შემდეგ 29 წლის თამაზ ლუცუფიძე გაუჩინარდა.მისი ოჯახის წევრები წლებია სიმართლის დადგენას მოითხოვენ.







0
347
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
347
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0