x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134029
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
17 წლის გოგონამ უცხოეთიდან მშობლების მიერ გამოგზავნილი ფულით ბიზნესი წამოიწყო
image

ანა ჭეჭელაშვილი გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ კარალეთის სკოლის XI კლასის მოსწავლეა, თუმცა გოგონა უკვე წინ იყურება და ამბობს, რომ აპირებს მშობლების გამოგზავნილი ფულით, რომლებიც უცხოეთში მუშაობენ აპირებსაკუთარი ბიზნესი წამოიწყოს და სილამაზის სალონი გახსნას, გოგონას თქმით იგი მხოლოდ ამ გზით შეძლებს მშობლების დაბრუნებას.


"ჩემი ოჯახის კეთილდღეობისათვის დედას და მამას ემიგრაციაში წასვლამ ძალიან დამაფიქრა. როდესაც პირველი გზავნილი ჩამერიცხა, მივხვდი, რომ მხოლოდ ფული არ არის ბედნიერებისათვის საჭირო. მივხვდი, რომ ძალიან მენატრებოდა მათთან ცხოვრება და მათი წასვლის პასუხისმგებლობა მეც მეკისრებოდა, ამიტომ გადავწყვიტე ის ფული არ დამეხარჯა, შემეგროვებინა და ოჯახური ბიზნესი დამეწყო"-განაცხადა ანამ რეგიონალურ რადიო "მოზაიკასთან" ინტერვიუში.

image


ანას განცხადებით გორში, კერძოდ კომბინატის დასახლებაში უკვე შეიძინა ფართი და გარემონტების შემდეგ მალე ფუნქციონირებას დაიწყებს სილამაზის სალონი "კრისტალი".

როგორც გოგონა ამბობს, სილამაზის სალონი მისი საბოლოო გეგმა არ არის, ის პირველ რიგში მშობლების უკან დაბრუნებას ემსახურება, მისი საბოლოო მიზანი კი უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძელებაა.





1
405
6-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
405
  
0 1 1