x
ეს გამარჯვება არ იქნებოდა, რომ არა სტალინის ქართული გენია! - გიორგი გიგაური
გიორგი გიგაური გაზეთ "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი გიორგი გიგაურის მორიგი პოსტი სოციალურ ქსელში, რომელიც 9 მაისს მიეძღვნა:
"9 მაისი - ჩვენი უდიდესი გამარჯვების დღესასწაულია!

დიახ, 9 მაისი ნაციზმზე გამარჯვების ჩვენი დღესასწაულია!
გარდა იმისა, რომ ამ ზოგადსაკაცობრიო ბოროტების დამარცხებისათვის პატარა საქართველომ უფრო დიდი მსხვერლი გაიღო, ვიდრე ამერიკამ და დიდმა ბრიტანეთმა ერთად - 350 ათასი რჩეული გმირის სიცოცხლის ფასად, ეს გამარჯვება არ იქნებოდა, რომ არა სტალინის ქართული გენია!

მაგრამ, ის რომ 9 მაისი ჩვენი გამარჯვების დღესასწაულია, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ თბილისში რუსეთიდან დაფინანსებულმა მანქურთებმა რუსულიდან კალკირებული “უკვდავი პოლკების'' დემონსტრაციები მოაწყონ და აქ პუტინის მიერ შექმნილმა “ღამის მგლების'' სახელით ცნობილმა ბაიკერებმა მოტოციკლებით გვიჯლიგინონ!

ჩვენ სიამოვნებით ვუმასპინძლებთ დიდი სამამულო ომის მონაწილე რუს ვეტერანებს, მაგრამ არაფერში გვჭირდება საქართველოს ოკუპანტი კრემლის “შნირები'' - რუსებიც და ქართველებიც!


ასე რომ, გილოცავთ ნაციზმზე გამარჯვების უდიდეს დღესასწაულს!
მარადიული ხსოვნა დიდ სამამულო ომში დაცემულ გმირთა სულებს და დიდხანს სიცოცხლე მწყობრში მდგარ ჩვენს ვეტერანებს!
ეს, უპირველეს ყოვლისა, მათი დღესასწაულია!

/გაიზიარეთ და გააზიარეთ!/"- წერს გიორგი გიგაური

0
169
1-ს მოსწონს
ავტორი:ბესიკი ჩაფიჩაძე
ბესიკი ჩაფიჩაძე
169
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0