x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134029
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
"ხვალ ჩემს წიწილას მოიტაცებენ!"...-აკაკი წერეთლის ძიძის სევდიანი დამშვიდობება თავის გაზრდილთან

image

აკაკი წერეთელი 1840 წლის 21 ივნისს დაიბადა სოფელ სხვიტორში, მამისეულ სასახლეში. ახლად დაბადებული ბავშვი, ისტორიული ჩვეულების თანახმად, მახლობელ სოფელ სავანეში ძიძისათვის მიუბარებიათ აღსაზრდელად. ამ საუცხოო ბუნების წიაღში აკაკიმ ექვსი წელი დაჰყო. შემდეგ კი მამისეულ სასახლეში დააბრუნეს, სადაც მწერალმა ყრმობისა და ჭაბუკობის დაუვიწყარი წლები გაატარა.
პატარა აკაკის ძიძასთან დამშვიდობება ძალიან გასჭირვებია. ლევან ასათიანის მონოგრაფიაში-"ცხოვრება აკაკი წერეთლისა" ვკითხულობთ:


ერთხელ, სოფელში-იმ დროს პატარა აკაკი ექვსი წლისა იქნებოდა- სახლში რომ დაბრუნდა მოწყენა შენიშნა ძიძამ და ჰკითხა: რა იყო, ქორობია ხომ არ გითამაშიათო?

"-ვითამაშეთ და ქორმაც მე გამიტაცაო!- უპასუხა ბავშვმა სიცილით. ძიძამ გულში ჩაიკრა და ტირილი დაიწყო. ძიძის საქციელი ბავშვს გაჰკვირვებია: "ვკითხე: რა გატირებს-მეთქი:- ის მატირებს, რომ ხვალ ჩემს წიწილასაც მოიტაცებენო!...წიწილას რა უჭირს, მაგრამ როგორ აიტანოს და როგორღა გასძლოს კრუხმა უიმისოთ?- ეს რომ სთქვა, გული ამოუჯდა, მოუმატა ტირილს და უფრო ძალუმად მიმიკრა გულზე. მე, თუმცა არა მესმოდა-რა, მაგრამ მივხვდი, მაგრამ აქ კარგი არა არისრა-მეთქი, და დავიწყე ტირილი...ვიტირე, ვიტირე და ჩამეძინა ძიძის კალთაში. მეორე დღეს კი ყოველივე გავიგე: სამუდამოდ გამომათხოვეს სოფელს და გამიყვანეს სასახლეში, სადაც სულ ახალი ცხოვრება უნდა დამეწყო"...


ასე დამთავრდა აკაკის ბავშვობის პირველი წლები. სასახლეში მან მართლაც ახალი და განსხვავებული ცხოვრება დაიწყო.

0
217
შეფასება არ არის
ავტორი:ელენა18
ელენა18
217
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0