x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134033
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
რუსეთში 70 წლის პენსიონერმა 30 წლის ცოლი მოკლა და შემდეგ თავი მოიკლა
image
ტრაგედია ქალაქ რუბცოვსკში(ალტაის მხარე) მოხდა, 70 წლის პენსიონერმა 30 წლის ცოლს ჯერ ყელი გამოჭრა, შემდეგ კი საპატარძლო კაბა ჩააცვა და ლოგინში ჩააწვინა.


ამის შემდეგ მამაკაცმა ჯერ პოლიციაში დარეკა, შემდეგ კი დანა გამოისვა ტრაქეაში და დალია ძმარმჟავა, ადგილზე მისულმა მედიკოსებმა მკვლელი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ის გარდაიცვალა.


როგორც დადგინდა, მკვლელობის მიზეზი ეჭვიანობა გახდა, მეუღლე, რომელიც მასზე 40 წლით უმცროსი იყო, საკმაოდ მომხიბვლელი გარეგნობით გამოირჩეოდა, რის გამოც მამაკაცები ყურადღებას აქცევდნენ, ახალგაზრდა ქალი რამდენჯერმე შეეცადა მიეტოვებინა პენსიონერი ქმარი, თუმცა ადგილობრივი გამოცემის ინფორმაციით, მის ქმარს კავშირები ჰქონდა გავლენიან ხალხთან, ასე, რომ ქალი იძულებული იყო ისევ დაბრუნებოდა ქმარს.


წყვილს დარჩა 9 წლის გოგონა, რომელიც ტრაგედიის დროს სკოლაში იმყოფებოდა, მისი მეურვეობა ბებიამ ითავა.



"ის კაცი საკმაოდ ფიცხი იყო, ამიტომ ეჭვიანობა მისთვის დამახასიათებელი იყო, ძალიან მეცოდება ეს გოგო, როგორი კეთილი იყო" განუცხადეს КП-ს ჟურნალისტებს ცოლ-ქმრის ნაცნობებმა.

0
315
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
315
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0