x
მანუალური თერაპია

მარტივად ახსნა თუ რა არის მანუალური თერაპია, შეიძლება ორი სიტყვით - ხელებით მკურნალობა.იგი ხასიათდება ექიმის მიერ ხელებით, ლოკალურად დოზირებული ზემოქნედებით სახსრებზე, ხერხემალზე, კუნთებზე, მყესებზე და ფასციებზე საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის მუშაობის დარღვევის გამოვლენის და მკურნალობის მიზნით.მანუალური თერაპია აღმოფხვრავს არა მარტო სიმპტომებს, არამედ არსებული დარღვევების მიზეზებს.image


მანუალური თერაპია შეიცავს ორ ძირითად მიმართულებას - მანუალურ დიაგნოსტიკას და საკუთრივ მანუალურ თერაპიას.


მანუალურ თერაპიამ გააერთიანა მიღწევები ნევროლოგიაში, ნეიროფიზიოლოგიაში და ორთოპედიაში.იგი გახდა მიმზიდველი მრავალი მრავალი სამედიცინო სპეციალობისთვის თავისი პრაქტიკული შედეგების წყალობით, რომელიც გამოიხატება ხერხემლის ფუნქციის და კიდურის სახსრების სწრაფ აღდგენაში, კუნთების სპაზმების აღმოფხვრასა და არასწორად ჯდომის, დგომის გამოსწორებაში.


მანუალური თერაპიის ჩატარება ევალება მანუალურ თერაპევტს.


ყველაზე ხშირი ჩივილები, რომლების გამოც უნდა ჩატარდეს მანუალური თერაპია არის: უეცარი ძლიერი ტკივილი წელის არეში("ლუმბაგო"), ქრონიკული ან ქვე-მწვავე ტკივილი წელის არეში("ლუმბალგია"), ქაჩვითი ტკივილები ფეხში რომელსაც თან ართავს წელის ტკივილი("ლუმბოიშიალგია"), ტკივილები კისრის არეში, გულ-მკერდის არეში, ტკივილი ბეჭების არეში, მუხლის სახსრის ტკივილი, ტკივილები მენკ-ბარძაყში და დუნდულოების არეში.


ყველაზე ხშირი მიზეზები ზემოთ ჩამოთვლილ პრობლემებისა არის ხერხემლის ოსტეოქონდროზი, მალთა შუა დისკების თიაქარი და პროტრუზიო.

image




დაგაინტერესებთ

8 რამ, რაც დაგემართებათ თუ მეორე ნახევარს დაშორდებით

image

5 გასაოცარი ფაქტი ინტერნეტის შესახებimage







0
293
1-ს მოსწონს
ავტორი:Gიოგიო1011
Gიოგიო1011
293
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0