x
მეტი
  • 16.04.2024
  • სტატია:134343
  • ვიდეო:352349
  • სურათი:508425
პიცა "შეფი"
პიცა

პიცა `შეფი~

ცომი:

ფქვილი - 500 გრ.


მარგარინი - 150 გრ.

მაწონი - 250 მლ.

სოდა - 1/2 ჩ.კ.

მარილი - 1 მწიკვი


ინგრედიენტები:

პიცის სოუსი - გემოვნებით

სულუგუნი -100 გრ.

ლორი - 150 გრ.

სიმინდის მარცვლები - 100 გრ.

ქინძი – გასაფორმებლად


პიცის სოუსი:

პომიდვრის სოუსი - 400 გრ.

ტომატი - 170 გრ.

დაფქული ორეგანო - 1 ს.კ.

დაქუცმაცებული ნიორი - 1/2 ჩ.კ.

დაფქული წიწაკა - 1 ჩ.კ.

მომზადება:

1. მოვზილოთ ცომი: ხელით შევაზილოთ ერთმანეთს დარბილებული მარგარინი და ფქვილი. დავუმატოთ მაწონში გახსნილი სოდა და კარგად მოვზილოთ (ცომი უნდა გამოვიდეს მაგარი).

2. მოვამზადოთ პიცის სოუსი: მოვათავსოთ სოუსის ინგრედიენტები თასში და კარგად ავურიოთ.

3. გავაბრტყელოთ ცომი წრის ფორმაზე, წავუსვათ პიცის სოუსი და დავაწყოთ ინგრედიენტები შემდეგი მიმდევრობით: სულუგუნი, ლორი, სიმინდის მარცვლები და მოვათავსოთ ღუმელში გამოსაცხობად.

4. მზა პიცა გავაფორმოთ წვრილად დაჭრილი ქინძით.

0
47
შეფასება არ არის
ავტორი:ბესიკი ჩაფიჩაძე
ბესიკი ჩაფიჩაძე
47
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0