x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
დავით კალანდია:რა კარგია იცხოვრო ისეთ ადგილას, სადაც არ გაუგიათ არც ბოკერია, არც მდინარაძე, და არც გუგავა
image

პუბლიცისტი დავით კალანდია შემდეგი შინაარსის პოსტს აქვეყნებს სოციალურ ქსელში:

"პროევროპული", "პროამერიკული", "პრორუსული"...
და ამით რატომ შემოვიფარგლეთ?


"პროავსტრალიური" რით არის ცუდი? ჩემი მეგობარი წავიდა იქ საცხოვრებლად, ურთიერთობს კენგურუებთან და ცხვირნისკართებთან და ბალი და ათი შაური ჰკიდია იქ, სადაც იკიდებენ ხოლმე ბალსა და ათ შაურს. ისე კარგად არის, რომ აქეთ აღარც იხედება, ერთადერთი ტყლაპი ენატრება, და დანარჩენი კი, აღარ!



ავსტრალიაში ერთ სულ მოსახლეზე 47 ათასი დოლარია წელიწადში, არავითარი კატაკლიზმები, და არც სხვა კლიზმები, მოწყვეტილი ხარ მთელ ამ ბობოქარ სამყაროს, ცხოვრობ მშვიდად, მთელი დღე წევხარ მუხის ძირას, უყურებ ინდოურ ოკეანეს, სვამ გამაგრილებელ სასმელს და თითებს შუა ატარებ ოქროსფერ ქვიშას.


ასე რომ, პროავსტრალიურობა მინდა.
ანდა პროახალზელანდიურობა, მთლად უკეთესი.
და იმის იქით რამე თუ არსებობს, იმის "პრო"-ც მინდა.


ეჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰ, რა კარგია იცხოვრო ისეთ ადგილას, სადაც არ გაუგიათ არც ბოკერია, არც მდინარაძე, და არც გუგავა..."-წერს კალანდია სოციალურ ქსელში.

image

0
213
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
213
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0