x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134485
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508537
ქრისტეს სასწაული- ხე, რომელიც გახმობის მერე სისხლს გამოყოფს

image
დრაგონი - ჩვენს პლანეტაზე ერთადერთი და უნიკალური ხეა, რომელიც გახმობის დროს სისხლს გამოყოფს. იგი ცოცხლობს ზუსტად 133 წელი, არც მეტი და არც ნაკლები. ისტორიას არ ახსოვს, რომ დრაგონს ეცოცხლა 133-წელზე მეტი, ან იგი გამხმარიყო 133 წელზე ნაკლებ დროში. თუ რა თქმა უნდა, არ მოხდა ხის ხელოვნური ხმობა. გარდა ამისა, ერთადერთი ხეა, რომელიც გადარგვის დროს გამოყოფს შხამს და 133 მეტრში ანადგურებს ყველა ცოცხალ არსებას, რომელიც მას მიეკარება. სწორედ ამიტომ, მისი გადარგვა აკრძალულია კანონით.

ეს საოცარი ხე მსოფლიოს მხოლოდ ერთ კუთხეში, არაბეთის ზღვის მახლობლად ხარობს, ის წარმოადგენს ინდოეთის ოკეანის ნაწილს. დრაგონის ხის უნიკალურობა იმაშიც გამოიხატება, რომ როგორც ერთი მთლიანი ტომი, ისე ხარობს. თქვენ ვერასოდეს შეხვდებით ვერსად ერთ დრაგონს და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, მათი ტომი 133 ხისგან შედგება. სიმბოლურია რიცხვი 133, რომელიც მის ყველა თვისებასა თუ უცნაურობას უკავშირდება.image

დრაგონი გარდაცვალების დღეს გამოყოფს ზუსტად 133 ლიტრ სისხლს, რომელიც მედიკოსების კვლევებითა და ლაბორატორიული დასკვნით იდენტურია ადამიანის სისხლის AB RhD (AB+) - მეოთხე დადებითი ჯგუფისა. იგი ისევე შეიცავს ერითროციტებს, თრომბოციტებს და ლეიკოციტებს, როგორც ერთი ცოცხალი არსება. მიუხედავად ამისა, მისი სიცოცხლის არსებობის დროს ვერც ერთმა მეცნიერმა ვერ აღმოაჩინა დრაგონის ორგანიზმში სისხლი, ის მხოლოდ და მხოლოდ 133 წლის თავზე ხდება.

ეს მოვლენა დღემდე ამოუხსნელ ფენომენად ითვლება ბუნებაში, რასაც ადგილობრივები ქრისტეს სასწაულს უწოდებენ და ხის სასწაულმოქმედ ძალას მიაწერენ. მათი რწმენით, დრაგონი იცავს მათ და აძლევს ყველანაირ უფლებას, აუხდინოს სურვილები! ამ მხარეში დრაგონს ყველა ისეთ პატივს სცემს, როგორც უზენაეს ღვთაებას. არსებობს უამრავი ლეგენდა დრაგონზე, რომლისაც ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილს სწამს და სჯერა.

0
360
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
360
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0