x
მეტი
  • 17.04.2024
  • სტატია:134343
  • ვიდეო:352349
  • სურათი:508425
ელექტრომობილები პლანეტას უფრო ვნებენ, ვიდრე დიზელის ძრავიანი მანქანები! კვლევა  (ელექტრო)შოკი!

image



გერმანელი მეცნიერების მონაცემებით, ელექტრომობილებზე უფრო მეტი CO2 -ის გამონაბოლქვი მოდის, ვიდრე დიზელიან მანქანებზე.




ასეთია მიუნხენში იფო-ს ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებული პროფესორ კრისტოფ ბუხალის კვლევების შედეგი, რომლის თანახმად ელექტრომობილები წარმოქმნიან გაცილებით მეტ მავნე გამონაბოლქვს, თუ გავითვალისწინებთ ანგარიშებში მისი აკუმულატორების წარმოებისას გამოყოფილ CO2-ს.


ჯამში მაჩვენებლები 11-28 %-ით უფრო ცუდია, ვიდრე დიზელის ძრავიანებში. და ყველაფერი იმიტომ, რომ ლითიუმის, კობალტის და მანგანუმის მიღების და დამუშავების პროცესები - ელექტრომობილის ბატარეის ძირითადი ელემენტების - მოითხოვს ენერგიის უდიდეს რაოდენობას.




კვლევის ავტორები ადარებდნენ Mercedes C220d და Tesla Model 3- ს.

მათი მტკიცებით, Tesla Model 3-ის ბატარეა ატმოსფეროში გამოყოფს 15 ტონამდე СО2- ს. ბატარეის მომსახურების ვადაში ( 10 წელი) და წელიწადში 15 000 კმ გარბენისას, ეს არის დაახლოებით 73- 98 გ/კმ.



დაუმატეთ ამას გერმანიის ენერგეტიკული სისტემა, რომელიც 2018 წელს შედგებოდა 50 % წიაღისეული საწვავისგან, და გამოდის, რომ Tesla გამოყოფს 156-181 გ/კმ-ს _ ეს კი მნიშვნელოვნად მეტია, ვიდრე დიზელიანი მერსედესისა.



კვლევის ავტორები აკრიტიკებენ ЕС-ის კანონმდებლებს იმისთვის, რომ ისინი ელექტრომობილებს თვლიან როგორც CO2-ის „ნულოვანი დონით“ გამომყოფ ტრანსპორტად.


image

EVTV

თუმცა, შიგაწვის თანამედროვე ძრავებიც არაა კარგი ვარიანტი: 2030 წლიდან CO2-ის გამოყოფის ზღვარი 59 გ/კმ-ზე ექვივალენტურია 2, 2ლ დიზელის საწვავის ან 2, 6 აირისა 100 კმ-ზე - ეს კი „ტექნიკურად განუხორციელებელია“.

ამიტომ, მეცნიერები რეკომენდაციას უწევენ მეთანზე მომუშავე ძრავებს იმ მანქანების გარდამავალ ტექნოლოგიის ხარისხში, რომლებიც იმუშავებენ წყალბადზე ან „მწვანე მეთანზე“ (მოიპოვება CO2-ის გამონაბოლქვის წარმოქმნის გარეშე). ასეთ შემთხვევაში ჯამური გამონაბოლქვი სამჯერ დაბალია, ვიდრე დიზელის საწვავის შემთხვევაში.

image

იხილეთ ასევე:


ავტო საგზაო შემთხვევების უმრავლესობა ხდება ცუდი ამინდის დროს მძღოლების მიერ ავტომანქანის შესაბამისი სიჩქარის უგულვებელყოფის გამო. ავტომობილების ის მასობრივი შეტაკებებიც, რომლებზეც დღეს მოგითხრობთ, სწორედ ამ მიზეზის გამოა მომხდარი. გთავაზობთ გავიხსენოთ ის ათი ყველაზე გახმაურებული ატო საგზაო შემთხვევა

არაჩვეულებრივი ექსპერიმენტი. სამი სუპერმანქანა: ბოლიდი ფორმულა 1, კერძო რეაქტიული თვითმფრინავი და გამანადგურებელი შეეჯიბრა ერთმანეთს ტექნიკის ფესტივალზე სტამბულში. ხუთი მძღოლი მიქროდა ერთმანეთის გვერდიგვერდ 400 მეტრიან ასაფრენ ზოლზე, წერს пишет Daily Mail. ...

ეს ისტორია მოხდა ამერიკის შეერთებულ შტატებში. მამაკაცს ჰყავდა ავტომანქანა Nissan, რომელიც ძალიან უყვარდა. ის ბევრ დროს ატარებდა ავტოფარეხში იმისთვის, რომ მანქანა საუკეთესო ფორმაში მოეყვანა. მანქანაში ყველაფერი გამოცვალა. აი, გარედან კი არ იცოდა რა ექნა. მას ძალიან აღიზიანებდა მანქანის ძარაზე არს...

როდესაც ელიზა ვებმა აღმოაჩინა, რომ მისი მანქანა გაძარცვეს, მან არ იჩქარა პოლიციაში დარეკვა. ამის მაგივრად მან გადაწყვიტა ბოროტმოქმედი სხვაგვარად დაესაჯა და ...მის დედას დაურეკა! დიახ! ვაი-ბოროტმოქმედმა ელიზას მანქანიდან რამოდენიმე პირადი ნივთი მოიპარა, მაგრამ წინა სავარძელზე თავისი ტელეფონი დარჩა. ქალმა იოლად მოძებ...

ბავშვი დაგყავთ მანქანით? ვალდებული ხართ ეს იცოდეთ! ამ შეცდომას რეგულარულად უშვებენ მშობლები ზამთარში: ისინი ბავშვს აჯენენ მანქანის საბავშვო სავარძელში ისე, რომ არ ხდიან ზამთრის ქურთუკს. და ეს მას შეიძლება სიცოცხლის ფასად დაუჯდეს! ამ საფრთხის შესახებ ცნობილმა ამერიკელმა ჟურნალისტმა პიუ აურიემმა მოგ...

1
1476
7-ს მოსწონს
ავტორი:melody_inside
melody_inside
1476
  
2019, 6 მაისი, 13:55
ჰიბრიდული მანქანა ეკონომიურიაო გაიძახიან და მევლუდ მელაძე ლამის ჯვარს აცვეს როგორ თქვი ეს ასე არააო!
არაა ასე ფართოდ რეკლამირებული ჰიბრიდული ძრავის მქონე მანქანები ასე ეკონომიური და გეტყვით რატომაც.
ჰიბრიდული ძრავის მქონე მანქანებში გამოყენებულია აკუმულატორების საკმაოდ დიდი რაოდენობა, რომელთა სრულ დამუხტვას საკმაოდ დიდი დრო ჭირდება, აკუმულატორების დამუხტვა მოითხოვს მაღალ ამპერაჟს, რაც თქვენს მრიცხველებზე თვის ბოლოს საკმაოდ სოლიდური თანხით განისაზღვრება.
0 1 1