x
ყველა აგენტი თუ გავლენის აგენტი გვყავს დებილი. ეს კარგია.- პაატა შამუგია

პაატა-შამუგიათანამედროვე ქართველი პოეტი პაატა შამუგია ნეიტრალიტეტთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
"დღეს ნეიტრალიტეტზე ვინც ლაპარაკობს, პატრიოტთა ალიანსის თამადობით, არის ან მტერი, ან შტერი. და რაც მთავარია, არ იცის საქართველოს ისტორია. არ მიყვარს ასე მტრებად და მოყვრებად დაყოფა, მაგრამ უკვე შეურაცხმყოფლად ცხადი ხდება ყველაფერი. ნეიტრალიტეტს თუ გამოვაცხადებთ, რუსეთი შეგვეშვებაო, ხო უნდა მოგაფიქრდეს ასეთი სისულელე.

1918 წლის 26 მაისს საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა და მიიღო საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი, რომლითაც საქართველო გახდა სუვერენული სახელმწიფო და გამოაცხადა ნეიტრალიტეტი. ხაზი გავუსვათ: ნეიტრალიტეტი გამოაცხადა.

და რა მოხდა ზუსტად სამ წელიწადში? რა და, რუსეთმა დაგვიპყრო.

მოკლედ, ერთ რამეში გვიმართლებს - ყველა აგენტი თუ გავლენის აგენტი გვყავს დებილი. ეს კარგია."- აცხადებს პაატა შამუგია

0
62
1-ს მოსწონს
ავტორი:ბესიკი ჩაფიჩაძე
ბესიკი ჩაფიჩაძე
62
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0