x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134485
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508537
მიხეილ სააკაშვილი: "აირჩიეთ- ან ივანიშვილის შნირი, ან პიროვნება, რომელიც ზუგდიდსა და სამეგრელოს მსოფლიო რუკაზე დასვამს"

image

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალური ქსელის საშუალებით მეგრელ ხალხს მოუწოდებს, სწორი არჩევანი გააკეთონ და ხმა მთელს მსოფლიოში ცნობილ პიროვნებას, სანდრა რულოვსს მისცენ.
მისივე თქმით, რულოვსი ზუგდიდსა და სამეგრელოს მსოფლიო რუკაზე დასვამს.
"აი, რატომაა სანდრა ზუგდიდის შანსი. გზად მიმავალმა ტურისტებმა იცნეს და ავტობუსი გააჩერეს... აირჩიეთ - ან ივანიშვილის მორიგი უცნობი შნირი, ან მთელს მსოფლიოში ცნობილი პიროვნება, რომელიც ზუგდიდს და სამეგრელოს დასვამს მსოფლიო რუკაზე. მეგრელებს ეს არ შეეშლებათ..." - წერს მიხეილ სააკაშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე.

0
253
1-ს მოსწონს
ავტორი:ელენა18
ელენა18
253
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0