x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
"ვნანობ როგორც მოვკალი, მსგავს რამეს აღარ გავაკეთებ"-ირმა ყოჩიაშვილი

image

ე.წ. კანიბალიზმის საქმის მთავარი ფიგურანტი, ირმა ყოჩიაშვილი, "იმედის კვირასთან" მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ ჩადენილ დანაშაულს ინანიებს და ციხიდან გასვლის შემდეგ მსგავს რამეს აღარასდროს გააკეთებს.
"მიუხედავად ყველაფრისა, მაინც ვინანიებ დანაშაულს და მაინც მეცოდება გარდაცვლილი ადამიანი. სინანული მაქვს იმის, რაც ადამიანს გავუკეთე, იმასაც ვნანობ, როგორც მოვკალი, რა მდგომარეობაშიც აღმოჩნდა. ადამიანს სიცოცხლე მოვუსწრაფე, რისი უფლებაც არ მაქვს. განვიცდი ყველაფერს, რაც დავაშავე. აქედან რომ გავალ, ჩემი ცხოვრება შეიცვლება და მსგავს რამეს არათუ გავაკეთებ, არც კი გავიფიქრებ. ამ დანაშაულს აღარ გავიმეორებ" - განაცხადა ირმა ყოჩიაშვილმა. შეგახსენებთ, ე.წ. კანიბალიზმის საქმეში ბრალდებულ ბექა შენგელიას სასამართლომ უვადო თავისუფლების აღკვეთა, ხოლო ირმა ყოჩიაშვილს 20 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
გამოძიების ინფორმაციით, ირმა ყოჩიაშვილმა, ბექა შენგელიამ და კიდევ ერთმა არასრულწლოვანმა, მძიმე გარემოებებში მოკლეს ირმა ყოჩიაშვილის 76 წლის დედა, რომლის გვამიც გლდანის ყოფილ ნაგავსაყრელზე მიიტანეს და დაწვეს.

0
290
შეფასება არ არის
ავტორი:ელენა18
ელენა18
290
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0