x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134037
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
რომანი,რომლის გამოსვლის შემდეგ თვითმკვლელობების ბუმმა იფეთქა და რომელიც ნაპოლეონ ბონაპარტიმ 7 -ჯერ გადაიკითხა

რომანი, რომელზეც მინდა მოგითხროთ გერმანელი მწერლისა და მოაზროვნის იოჰან ვოლფანგ გოეთეს კალამს ეკუთვნის.

მას წინ უძღოდა მწერლის ერთერთი წარუმატებელი სიყვარულის ისტორია.

image

1771 წელს ი.ვ.გოეთემ სამართლის ლიცენციატის ხარისხი მოიპოვა და ცოდნის გასაღრმავებლად 1772 წელს ვეცლარში გაემგზავრა, სადაც სტაჟიორის ადგილი მიიღო იმპერიის კამერალურ სასამართლოში.


სწორედ ამ პერიოდში ვოლპერტჰაუსში გამართულ წვეულებაზე მან გაიცნო მომხიბვლელი შარლოტა სოფია ჰენრიეტა ბუფი, რომელიც მაშინვე თავდავიწყებით შეუყვარდა.

image

შარლოტა კი უკვე დანიშნული იყო იოჰან ქრისტიან კესტნერზე, რომელიც ასევე გადიოდა სტაჟირებას კამერალურ სასამართლოში.

გოეთეს, ლოტეს (შარლოტა) და მის საქმროს იოჰანს შორის საკმაოდ მეგობრული ურთიერთობა ჩამოყალიბდა. მაგრამ მწერალი მალევე მიხვდა, რომ ლოტესა და მის ურთიერთობას მომავალი არ ჰქონდა და იმედგაცრუელბულმა შეყვარებულმა ვეცლარი დატოვა.

სწორედ ამის შემდეგ დაიწერა რომანი, რომელიც 1774 წელს გაყიდვაში გამოვიდა და ნამდვილ სენსაციად იქცა!

image

რომანმა, რომლის ინსპირაციის წყაროა გოეთეს უპასუხო სიყვარული შარლოტა ბუფისადმი, დამწყებ მწერალს დიდი აღიარება მოუტანა.

თუმცა ...

ამ რომანის გამოსვლის შემდეგ უცებ იფეთქა თვითმკვლელობების რიცხვა. ერთერთ ადამიანს რომელსაც სუციდის მცდელობა ჰქონდა გულის ჯიბეშიც კი აღმოუჩინეს ეს რომანი.

ნაწარმოების პოპულარობა თადათან მატულობდა...

თვით ეგვიპტის ექსპედიციაში მიმავალ ნაპოლეონს 7 -ჯერ გადაუკითხავს ის პირამიდების ჩრდილში.

image

ეს რომანი გახლდათ : "ახალგაზრდა ვერტერის ვნებანი".

იგი საქართველოშიც დიდი პოპულარობით სარგებლობდა და დღემდე არ დაუკარგავს აქტუალობა.

კონსტანტინე გამსახურდია ასე აფასებდა მას:

image


“როგორც ლიტერატურული ძეგლი, იგი ერთ-ერთი უმთავრესი თავკიდურთაგანია ევროპულ რომანტიკის ისტორიაში. მისი სიდიადე მარტოოდენ კულტურულ-ისტორიული მნიშვნელობით არ განიზომება. ყოველი ახალი თაობა ამ წიგნს ისეთივე სიყვარულით გადაიკითხავს, როგორც კითხულობდნენ მას მეთვრამეტე საუკუნეში, რადგან წმინდა პოეტური ქმნილება მარად ჭაბუკური შთაგოებით გამტფარია და ისევე უკვდავი, როგორც ქმნილება ბუნებისა.”


აი, რამდენიმე ამონარიდი რომანიდან:

image


1. " ხშირად მზადა ვარ მკერდი გავიპო, ტვინი დავინთხიო იმის გამო ადამიანს ადამიანისთვის ასე მცირე ფასი აქვს. თუ ჩემი არსება გაჟღენთილი არ არის სიყვარულით, სიხარულით, სითბოთი და ხალისით, ვაი რომ სხვა მათ ვერ მომაგებს."

2. "დღეს მას ვნახავ! წამოვიძახებ ხოლმე დილით, როგორც კი გავიღვიძებ და მზეს მხიარულად შევავლებ თვალს. დღეს მას ვნახავ! და მეტი ამ დღეს არაფერი მენდომება. ეს მოლოდინი ყოველგვარ სხვა სურვილს არარად აქცევს."

3. "ამქვეყნად ადამიანს ისე არაფერი ხდის სხვისთვის საჭიროს, როგორც სიყვარული."


image


0
715
2-ს მოსწონს
ავტორი:ეკა ლაცკა
ეკა ლაცკა
715
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0