x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
"ვოვა, ვალოდია, ვლადიმერი - პუტინის რუსეთის საიდუმლო" - ჟურნალისტური გამოძიება

«პუტინის ოფიციალურ ბიოგრაფიაში სიმართლის მისხალიც კი არ არის» – განაცხადა პოლონელმა ჟურნალისტმა და წიგნის – «ვოვა, ვალოდია, ვლადიმერი. პუტინის რუსეთის საიდუმლო» ავტორმა კრისტინა კურჩაბ-რედლიხმა.


image

«ყველაფერი რაც მის ბიოგრაფიაში შეიძლება წაიკითხოთ, – სიცრუეა. იმიტომ, რომ არც დედაა, ნამდვილი დედა, არც მამა და არც ლენინგრადში დაბადებულა, როგორც ბიოგრაფიაში უწერია. სინამდვილეში, ის ოჩორში დაიბადა (პერმის მხარე, რუსეთი. რედ.). ხოლო, ლენინგრადელი მშობლები, სინამდვილეში, მისი ნათესავები იყვნენ».


ჟურნალისტის თქმით, პუტინი მეტისმეტად სასტიკი ადამიანია და ამის მიზეზად მის რთულ ბავშვობას ასახელებს: «პუტინი 1950 წ. დაიბადა, როდესაც მისმა ბიოლოგიურმა დედამ ტექნიკუმი დაამთავრა და პრაქტიკაზე წავიდა. იქ მამაკაცი შეუყვარდა და მან მხოლოდ ბავშვის გაჩენის შემდეგ შეიტყო, რომ მას ცოლ-შვილი ჰყავდა. ქალმა ბავშვის მამა მიატოვა და მშობლებთან დაბრუნდა. ამის შემდეგ, შვილი ბებია-ბაბუას დაუტოვა და შუა აზიაში წავიდა სამუშაოდ. იქ ქართველი კაცი გაიცნო. მათ ერთმანეტი შეუყვარდათ, დაქორწინდნენ და საცხოვრებლად საქართველოში გადავიდნენ.


დედის თხოვნით, ვოვა საქართველოში ჩაიყვანეს. ვიდრე ის პატარა იყო, ყველაფერი კარგად მიდიოდა. მაგრამ, როდესაც წამოიზარდა, მამინაცვალს ვერ შეეწყო, მუდამ ეურჩებოდა და კარგადაც ხვდებოდა. ამიტომ, დედამ ის თავის მშობლებთან გაგზავნა. ხოლო, უკვე ბებია-ბაბუამ, ვოვა ნათესავებს მიაშვილა, რომლებიც იმ დროს ლენინგრადში ცხოვრობდნენ. მათ ერთი შვილი ომის დაწყებამდე დაეღუპათ, მეორე – ლენინგრადის ბლოკადის დროს.


პუტინი ბიოლოგიურ მამას არ იცნობდა, მაგრამ ჰყავდა ორი მამინაცვალი. ლენინგრადელ მამინაცვალს ბავშვი უყვარდა, მაგრამ არც ის აკლებდა ბიჭს ცემას. პრეზიდენტის ყოფილ მეზობლებს დღემდე ახსოვთ, თუ როგორ სასტიკად ექცეოდა მას მამა. ამ სიტუაციის გამო, პუტინი ტყუილებს დაეჩვია. საკუთარი თავის გადასარჩენად, ის ხშირად ცრუობდა და თავს იმად ასაღებდა, ვინც სინამდვილეში არ იყო».



«1990 წ. პუტინი დრეზდენიდან (ყოფილი გდრ) დაბრუნდა, სადაც დაზვერვის თანამშრომელი იყო. სამშობლოში მან სუკ-ი (КГБ) პოდპოლკოვნიკის ჩინით დატოვა და ლენინგრადის მერიაში, საგარეო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელად დაიწყო მუშაობა.


გერმანიიდან პუტინი ძველი ავტომობილით ჩამოვიდა და რუსეთში დაბრუნებული დაზვერვის ოფიცერი ისეთი ღარიბი იყო, რომ სახლში სხვისი ნაჩუქარი მაცივარი ჰქონდა. ხოლო, 1993-94 წწ. ის ამერიკულმა ჟურნალმა «Global Finance» მსოფლიო ფინანსებზე ყველაზე დიდი გავლენის მქონე ადამიანების სიაში შეიყვანა. რაც იმას ნიშნავს, რომ ვალოდია, უკვე მილიარდელი ვლადიმერი იყო...»




როგორც წიგნის ავტორი აცხადებს, პუტინის ავტორიტეტი ჩეჩნეთის ომის დროს გაიზარდა და შემთხვევითი არ არის, რომ პუტინის მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარედ დანიშვნა და ჩეჩნეთის II ომის დაწყების თარიღი (1999 წ. აგვისტო. რედ.) დროში ერთმანეთს ემთხვევა.

imageimageimageimageimageimageimage









0
1674
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1674
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0