x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134513
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508568
აღდგომის თანასწორი კვირაცხოვლობის უდიდეს დღესასწაულს გილოცავთ, ქართველებო!– გიორგი გიგაური
კვირაცხოვლობაგაზეთ "ასავალ-დასავალის" ჟურნალისტი გიორგი გიგაური სოციალური ქსელის საშუალებით თანამემამულეებს კვირაცხოვლობას ულოცავს და შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

აღდგომის თანასწორი კვირაცხოვლობის უდიდეს დღესასწაულს გილოცავთ, ქართველებო!

აღდგომიდან მერვე დღეს, ისევ კვირა საღამოს, მაცხოვარი კვლავ გამოეცხადა მოწაფეებს, ამჯერად, ურწმუნო თომას თანდასწრებით, უჩვენა მას ჭრილობები და უთხრა თომას, მოსულიყო და ხელით შეხებოდა.
თომა მუხლებზე დაეცა, თაყვანი სცა მაცხოვარს და თქვა:
“უფალო ჩემო და ღმერთო ჩემო”.
იგი პირველი იყო მოწაფეთა შორის, რომელმაც სრულიად აღიარა იესო ქრისტეს ღვთაებრივი ბუნება...

“შენ იხილე და ირწმუნე, თომა, ნეტარ იქნებიან ისინი, ვისაც არ უხილავს და იწამა”,
- უთხრა მკვდრეთით აღმდგარმა იესომ...
არასოდეს შეგვეპაროს ეჭვი და ვიწამოთ!
მაცხოვრის ბრწყინვალე აღდგომის თანასწორი კვირაცხოვლობის უდიდესი მადლი შეგვეწიოს!
აწ და მარადის, უკუნითი უკუნისამდე!
ამინ! - წერს გიორგი გიგაური



0
107
შეფასება არ არის
ავტორი:ბესიკი ჩაფიჩაძე
ბესიკი ჩაფიჩაძე
107
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0