x
image
ელენე გუმა
"ვიცოდი, ვგრძნობდი, მიწაზე მასთან შეხვედრა უკანასკნელად ხდებოდა. გულში რომ ჩავიკარი, მარტო ძვლები ხმაურობდა"

image


სვეტიცხოვლის ტაძრის მოძღვარი, დეკანოზი პეტრე კვარაცხელია (პეტრე კოლხი) სოციალურ ქსელში, პოეტ ნინო კემულარიას გარდაცვალებას ეხმაურება.



"ნინო კემულარიასთვის ჩხოროწყუში ჩატარებული პოეზიის საღამო უკანასკნელი აღმოჩნდა... ჰაერივით მსუბუქი, ტკივილებით გაჯერებული და ამოუთქმელი სევდით დაბერებული გოგონა გვერდით მეჯდა, მაგრამ სხვა სამყაროს მოქალაქე იყო... ვიცოდი, ვგრძნობდი, მიწაზე მასთან შეხვედრა უკანასკნელად ხდებოდა... რამდენიმე ლექსი წაიკითხა, სიტყვები არ მესმოდა, წინადადებებს შორის დეფისივით დასმულ ამოსუნთქვას უფრო ვუჯერებდი. ეს იმ გზის გავლის წინა პერიოდს ჰგავდა, არც ერთი რომ არ ვართ მზად, მაგრამ ყველას აუცილებლად მოგვიწევს...
დარბაზმა ზღვა სიყვარული გაატანა საგზლად, თავად კი გვითხრა -“გახსოვდეს სიკვდილი"!..
ნუ მოვკლავთ ერთმანეთს, ეს ისედაც მოხდება... იმ დღეს ნინო გულში რომ ჩავიკარი, მარტო ძვლები ხმაურობდა...
სიკვდილი მაშინ არის ლამაზი, ვიღაცას რომ ძალიან დააკლდები...
უკვე დამაკლდი, სინათლის პოეტო!.." - წერს მამა პეტრე სოციალურ ქსელში.


საქართველოს მწერალთა შიდა ქართლის, ცხინვალისა და ახალგორის მწერალთა ორგანიზაციის საპატიო წევრი, პოეტი ნინო კემულარია 47 წლის ასაკში გარდაიცვალა. ახლობლების თქმით, ის დიდი ხანი ავადმყოფობდა - სიმსივნე ჰქონდა.

0
197
1-ს მოსწონს
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
197
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0