x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
10 ლოგიკური შეკითხვა მათთვის, ვისაც აზროვნება უყვარს

1. XX საუკუნის 30-იან წლებში ნიუნბერგში იყიდებოდა საფოსტო ბარათი წარწერით: ''რაც დაიპყრო მეფემ, გააძლიერა თავადმა და დაიცვა ფელდმარშალმა, ის გადაარჩინა და გააერთიანა ჯარისკაცმა''. ვისი პორტრეტები იყო გამოსახული ამ საფოსტო ბარათზე?


image


2. ახალგაზრდა იულიუს კეისარი ხელებს ზურგს უკან იკრავდა და ისე ვარჯიშობდა ... შეკითხვა: რაში ვარჯიშობდა კეისარი ამგვარად?


image

3. ჩინეთში ძველად სიცრუის დეტექტორის ფუნქციას ბრინჯი ასრულებდა. რა სახით?


image

4. როდესაც ფშაველი ან ხევსური ნადირს მოკლავდა, უპირველეს ყოვლისა, ფეხს ჩაუტყავებდა. რატომ?


5. რა ჰქვია ავადსახსენებელ მოწყობილობას, რომლის ამოქმედებასაც, ფრანგების მტკიცებით, ასეთი ხმა აქვს: ''კლიკ, კლაკ, ბუმ''.


6. რით გამოირჩეოდა ლეონარდო და ვინჩის გამოგონებული მაღვიძარა?


image

7. ესკალატორის პირველ მგზავრებს თავდაპირველად ერთ ჭიქა ბრენდის ასმევდნენ. რა მიზნით?


8. გამოიცანით ქართული გამოცანა: ''მამა დაგრეხილი, დედა დაჭყლეტილი, შვილი გადარეული''.


9. დაასახელეთ ფრანგი დიზაინერი, რომელიც ქალის მუხლს სხეულის ყველაზე უშნო ნაწილად თვლიდა და თავის მოდელებში ყოველთვის ცდილობდა მის დაფარვას.


image


10. კვირის რომელი დღეა ზღვაში გასული მეზღვაურებისთვის უქმე?



image



------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

პ ა ს უ ხ ე ბ ი

------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

1. ბარათზე თანმიმდევრობით იყო გამოსახული ფრიდრიხ დიდის, ბისმარკის, ჰინდენბურგისა და ჰიტლერის პორტრეტები.
2. ცხენოსნობაში
3. მოსამართლე ეჭვმიტანილს მშრალი ბრინჯის მარცვალს აყლაპებდა. სიცრუის მთქმელს პირი გამშრალი ჰქონდა და მარცვალს ვერ ყლაპავდა.
4. ამ პროცედურის ჩატარებამდე თუ მას სხვა მონადირე მიუსწრებდა, იგი ვალდებული იყო, ნადავლის ნახევარი მისთვის მიეცა.
5. გილიოტინა. თვითმხილველთა თქმით, სწორედ ასეთი ხმები გაისმის სიკვდილმისჯილისთვის თავის მოკვეთის დროს. ''კლიკ'' - ნაჯახის მოსხლეტა; ''კლაკ'' - თავის მოკვეთა; ''ბუმ'' - მოჭრილი თავის კალათში ჩავარდნა
6. იგი მძინარეს ფეხის გულზე უღიტინებდა.
7. გასამხნევებლად.
8. ვაზი, ყურძენი და ღვინო.
9. კოკო შანელი
10. ზღვაში გასული მეზღვაურისთვის უქმე დღე არ არსებობს.







0
1050
1-ს მოსწონს
ავტორი:ზოგადი განათლება
ზოგადი განათლება
1050
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0