x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134384
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
რა გამოიგონა მარკ ცუკენბერგმა პრისცილასათვის და რატომ მიიჩნევს ამ გამოგონებას სიყვარულის გამოხატვის ერთ-ერთ საუკეთესო ხერხად?
image

მარკ ცუკენბერგი და პრისცილა თანამედროვე სამყაროს ერთ-ერთი პოპულარული წყვილია და საზგოგადოების სიყვარულსაც იმსახურებს.

როგორც ბევრ ინტერვიუში ისინი აღნიშნავენ, მათი ცხოვრება მთლიანად შეცვალეს შვილებმა.


ჯერ კიდევ 2015 წელს, როდესაც პირველი შვილი, მაქსი შეეძინათ, წყვილმა გადაწყვიტა "ფეისბუქის" აქციების 99 % ქველმოქმედებისთვის მოეხმარებინა.


მარკ ცუკენბერგი არასდროს მალავს თავის სიყვარულის პრისცილასადმი და ცოტა ხნის წინ მან თავის გვერდზე პოსტი გამოაქვეყნა ახალი გამოგონების შესახებ.

image

იგი, ამ გამოგონებას პრისცილას უძღვნის და წერს:


" იყო დედა არაა მარტივი, რაც მე და პრისცილას შვილები შეგვეძინა, ბავშვების გამო ღამით ხშირად უწევდა გაღვიძება და ძალიან რთული პერიოდი ჰქონდა, სულ ძილ-ღვიძილში იყო, ამოწმებდა საათს და წუხდა ბავშვებზე.

ამის გამო მე დავიწყე მუშაობა „საძილე ყუთზე", რომელიც 6-დან 7 საათამდე ასხისვებს ისეთ სინათლეს, თუკი პრისცილას გაეღვიძება იგი მიხვდება, რომ დროა რომელიმე ჩვენგანმა ბავშვს მიხედოს, მაგრამ შუქი არაა იმდენად ძლიერი, რომ მისი გაღვიძება შეძლოს. ეს მოწყობილობა დროს არ აჩვენებს, ამიტომ თუ შუაღამისას მას გაეღვიძა და დაინახა, რომ ყუთი შუქს არ გამოსცემს, ხვდება, რომ ჯერ ძალიან ადრეა და საათის შეუმოწმებლად ადვილად შეუძლია ძილი გააგრძელოს. "

ცუკენბერგი აღნიშნავს, რომ ჯერჯერობით ეს მეთოდი კარგად მუშაობს და პრისცილას უძილობის პრობლემაც მოგვარებულია.


პოსტის ბოლოს იგი წერს:

"როგორც ინჟინერისთვის, ასეთი მოწყობილობის გამოგონება ჩემი პარტნიორმა რომ კარგად დაიძინოს, არის ერთ-ერთი საუკეთესო გზა სიყვარულისა და ჩემი დამოკიდებულების გამოსახატავად ".




შეგახსენებთ, რომ პრისცილამ მომავალი მეუღლე 2004 წელს გაიცნო, ხოლო გაცნობიდან 9 წლის შემდეგ წყვილმა ფარულად იქორწინა და ისინი უკვე მეექვე წელია, რაც ერთად არიან.

0
245
3-ს მოსწონს
ავტორი:ღიმილიანი
ღიმილიანი
245
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0