x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ერთადერთი ბურღული - კოლაგენის მდიდარი წყარო ქალის ორგანიზმის გასაახალგაზრდავებლად
ეს უბრალოდ წარმოუდგენელია! ჩვეულებრივ ბურღულს ქალის ორგანიზმში კოლაგენის დეფიციტის აღდგენა და მისი რამდენიმე წლით გაახალგაზრდავება შეუძლია. კანი, თმა და ფრჩხილები ჯანსაღი და ახალგაზრდული იქნება. კვირაში რამდენჯერმე ეს ბურღული მიირთვით და შედეგით უბრალოდ აღფრთოვანებული იქნებით!


image

ქერის ბურღულის სასარგებლო თვისებები

ქერი დიდი რაოდენობით მკვებავ ნივთიერებებს შეიცავს, რომლებიც ორგანიზმის სრულყოფილი ფუნქციონირებისთვის აუცილებელია.


მოხარშულ ქერს სილამაზის ქერს უწოდებენ, რადგან მასში დიდი რაოდენობით შედის ლიზინი - ამინომჟავა, რომელიც კოლაგენის სინთეზში მონაწილეობს. ყველასთვის ცნობილია, რომ სწორედ ის გვეხმარება კანის ელასტიურობის შენარჩუნებაში და ნაოჭების წარმოქმნისგან გვიცავს. ასევე ქერი დიდი რაოდენობით A, PP, E და B ჯგუფის ვიტამინებს შეიცავს.



ქერის ბურღულის ფაფის რეგულარული მოხმარება არა მხოლოდ კანის სილამაზეს მხარს დაუჭერს, არამედ წონას შეამცირებს! ნოყიერი, მაგრამ დაბალკალორიული პროდუქტი მდიდარია უჯრედისით, რომელიც ნაწლავების ნორმალური მუშაობისთვის, ასევე ცილებისთვის.


image

როგორ მოვხარშოთ ქერი: რამდენიმე საიდუმლო


მოხარშვამდე ქერი კარგად უნდა გარეცხოთ. ამისთვის ქერი ღრმა თასში ჩაყარეთ, წყალი დაასხით, აურიეთ და კარგად გარეცხეთ. ბინძური წყალი გადაასხით და სუფთა დაასხით, პროცედურა გაიმეორეთ. ბურღული მანამ გარეცხეთ, სანამ წყალი გამჭვირვალე არ გახდება. მომზადების წინ ქერი კიდევ ერთხელ უნდა გარეცხოთ, ცივი წყალი დაასხათ (1 ჭიქა ბურღულს 1 ლ წყალი სჭირდება) და 4 საათით გააჩეროთ. ქერი დიდ ქვაბში მოხარშეთ, რადგან ხარშვის დროს ზომაში 5-ჯერ იზრდება.


წყალზე მოხარშული ქერის ფაფა

image

რეცეპტი № 1


თქვენ დაგჭირდებათ:


  • 1 ჭიქა ქერის ბურღული
  • 5 ჭიქა წყალი
  • 30 გრ კარაქი
  • მარილი გემოვნებით

მომზადება:


ქერს ცივი წყალი დაასხით. ცეცხლზე დადგით. ადუღებამდე მიიყვანეთ და დაბალ ცეცხლზე 45 წუთით ხარშეთ. წყალი გადაასხით. კარაქი და მარილი დაუმატეთ. აურიეთ. 10 წუთით გააჩერეთ. მზად არის!



რეცეპტი №2


თქვენ დაგჭირდებათ:


  • 1 ჭიქა ქერის ბურღული
  • 1 ს/კ კარაქი
  • წყალი
  • მარილი გემოვნებით

მომზადება:


მდუღარე წყალი ქერს დაასხით. 5 წუთით ხარშეთ. შემდეგ ბურღული საწურზე დაყარეთ. ქვაბში 3, 5 ჭიქა ცივი წყალი ჩაასხით და ადუღებამდე მიიყვანეთ. მდუღარე წყალს მარილი და კარაქი დაუმატეთ. შემდეგ ბურღული დაუმატეთ. ზომიერ ცეცხლზე დაახლოებით 35 წუთით ხარშეთ. ქვაბს თავსახური დაახურეთ და 80 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში 1 საათით შედგით.


ფაფა თეფშზე გადმოიტანეთ და გემრიელად მიირთვით.



რეცეპტი №3


თქვენ დაგჭირდებათ:


  • 1 ჭიქა სუფთა ქერის ბურღული
  • 1 ლ წყალი
  • 2 ლ რძე

მომზადება:


ქერს წყალი დაასხით და მთელი ღამით გააჩერეთ. ქერი გარეცხეთ, წყალი გადაასხით და ოდნავ გაცხელებული რძე დაუმატეთ. ადუღებამდე მიიყვანეთ, შემდეგ ქვაბს თავსახური დააფარეთ და წყლის ორთქლზე 3 საათით ხარშეთ.


ამ დროში ფაფას სასიამოვნო კრემისფერი ელფერი და მშრალი რძის გემო ექნება. მომზადების დრომ არ შეგაშინოთ: თქვენი მონაწილეობა მხოლოდ პირველ ეტაპზე იქნება საჭირო, შემდეგ ფაფა პრაქტიკულად თავისით მომზადდება.


ასევე დაგაინტერესებთ:


1. მუდმივი ახალგაზრდობის კრემი. ნაოჭები გაქრება და სახის ოვალი 20 წლის გოგოსავით გექნებათ

image

2. ეს ზეთი მოგაშორებთ აკნეს, ნაოჭებს, ქერტლს, ჰერპესს და ნებისმიერ ინფექციას! აი, რა უნდა გააკეთოთ

image

3. ასპირინი თაფლთან ერთად - ძლიერი ნარევი თქვენი კანის სრული გარდაქმნისთვის

image

4. ეს იაპონური ნიღაბი კანს შესანიშნავად ჭიმავს! არანაირი ბოტოქსი

image

5. ცნობილი თურქული ნიღაბი: აი, რას იყენებდნენ სულთნის ცოლები სილამაზისთვის

image

უფრო მეტი კი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი

0
1102
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
1102