x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134038
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
დაცლილი რეგიონები - დაცლილი საქართველო

image
საქართველოში ყოველთვის მჭიდრო კავშირში იყო ერთმანეთთან დედაქალაქი და რეგიონები, მთა და ბარი.ჩვენს ქვეყანაში ძლიერი რეგიონები და მთა ყოველთვის ძლიერ ქალაქსა და ბარს ნიშნავდა. რეგიონი და მთა ძველად ხშირად თავშესაფრის, გადარჩენისა და ლუკმა- პურის შოვნის ადგილი იყო, რასაც ვერ ვიტყვით ამჟამინდელ ვითარებაზე.დღესდღეობით, მოსახლეობის თითქმის მეოთხედი ტოვებს რეგიონებს და გეზს დედაქალაქისაკენ იღებს.მიზეზი არა ერთია - უმუშევრობა, თვითდასაქმებულებისათვის ნაკლები ხელშეწყობა, სოფლის მეურნეობის არასათანადო განვითარება და ა.შ.

მთისა და ზოგადად რეგიონის მოსახლეობა მძიმე სოციალური პირობების გამო, იძულებული ხდება გადარჩენისათვის თავი დედაქალაქს შეაფაროს, თუმცა ასეთი ადამიანების დიდი რიცხვის გამო, კონკურენცია თბილისშიც მაღალია, რაც დამსაქმებელს აძლევს საშუალებას, დაბალი ანაზღაურება შესთავაზოს კანდიდატს.ყოველივე ეს კი რეგიონებიდან ჩამოსულ მოსახლეობას, და არა მხოლოდ მათ, უბიძგებს მშობლიური კუთხის, ქალაქისა თუ სოფლის დატოვების შემდეგ ქვეყანაც დატოვოს და ბოლო იმედი, საზღვარგარეთ მუშაობა სცადოს, რაც ხშირ შემთხვევაში არ გამოსდით ხოლმე და შედეგად პერიოდულად მედიასაშუალებებით ვგებულობთ ხოლმე, რომ ამა თუ იმ ქვეყანაში საქართველოს მოქალაქე ბანკის მძარცველები, ქურდები და ა.შ.დააკავეს.

აღნიშნული პრობლემა უკვე დიდი ხანია არსებობს და დროთა განმავლობაში სიტუაცია უფრო და უფრო რთულდება.რეგიონების დაცარიელება კი სამომავლოდ ტერიტორიების დაკარგვის ხელშემწყობი ფაქტორიც შეიძლება გახდეს .საბოლოო ჯამში კი, მივიღებთ დაცარიელებულ საქართველოს, იმ ფონზე, როდესაც ქვეყანა უცხოელებით ივსება; ქვეყნიდან წასულ მოქალაქეებს და დაკარგულ ტერიტორიებს.

0
299
1-ს მოსწონს
ავტორი:კატაპულტი
კატაპულტი
299
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0