x
image
Yoona
მარწყვის ჯემის 5 უჩვეულო რეცეპტი. 10 ასეთი ქილა და შეგიძლიათ ზამთრისთვის მზად იყოთ
ძალიან მალე მარწყვის სეზონი დაიწყება! მას შემდეგ, რაც მარწყვის ჭამით დანაყრდებით, შეგიძლიათ ზამთრისთვის შეინახოთ. წელს შესანახად უჩვეულო რეცეპტებს გთავაზობთ.

image

მარწყვის ჯემი „სიახლე“

ინგრედიენტები:

  • 2 კგ მარწყვი
  • 1, 5 კგ შაქარი
  • 2 ლიმონი
  • 25 ახალი პიტნის ფოთოლი
  • 25 ბაზილიკის ფოთოლი


მომზადება:

1. მომზადებული კენკრა (გარეცხილი, გამშრალი და ყუნწების გარეშე) ღრმა თასში მოათავსეთ და შაქარი მოაყარეთ. რამდენიმე საათით გააჩერეთ, რომ მარწყვმა წვენი გამოიღოს.

2. თასი ზომიერ ცეცხლზე დადგით და ადუღების შემდეგ კიდევ 5 წუთით ადუღეთ. შემდეგ გარეცხილი პიტნის და ბაზილიკის ფოთლები დაუმატეთ. კიდევ 5 წუთით ადუღეთ.

3. ჯემს წვრილად დაჭრილი ლიმონი და წინასწარ გახეხილი ცედრა დაუმატეთ. ამის შემდეგ დაბალ ცეცხლზე დაახლოებით 15 წუთით ადუღეთ. ცეცხლიდან გადმოდგით და 8-10 საათით გააჩერეთ.

4. ხარშვის მეორე ეტაპი - თასი ცეცხლზე დადგით და ადუღების შემდეგ 5 წუთით ადუღეთ, შემდეგ სტერილურ მინის ქილებში ჩაასხით და მოხუფეთ.


მარწყვის ჯემი „ლალი“

ინგრედიენტები:

  • 1 კგ მარწყვი
  • 200 გრ ვარდის ფურცლები
  • 1, 2 კგ შაქარი
  • 100 მლ წყალი
  • 0, 5 ჩ/კ ლიმონის მჟავა

მომზადება:

1. მზა მარწყვი თასში მოათავსეთ და შაქრის ნახევარი პორცია მოაყარეთ. მთელი ღამე გააჩერეთ.

2. დარჩენილი შაქრით და წყლით სიროფი მოამზადეთ. გარეცხილ ვარდის ფურცლებს სიროფი დაასხით, ლიმონის მჟავა დაუმატეთ და ადუღებამდე მიიყვანეთ.

3. ადუღებული სიროფი კენკრას მოასხით და დაბალ ცეცხლზე 5 წუთით ხარშეთ. შემდეგ ცეცხლიდან გადმოდგით და ჯემს ბოლომდე გაგრილება აცადეთ.

4. კვლავ ადუღებამდე მიიყვანეთ და 10 წუთით ადუღეთ. ცხელი ჯემი ქილებში გადაანაწილეთ და მოხუფეთ.


მარწყვის ჯემი სანელებლებით

ინგრედიენტები:

  • 2 კგ მარწყვი
  • 2 კგ შაქარი
  • 2 ბადიანის ვარსკვლავი
  • 1 ჩხირი დარიჩინი
მომზადება:

1. მზა მარწყვი ქვაბში ჩაყარეთ, შაქარი მოაყარეთ და 3 საათით გააჩერეთ. შემდეგ ცეცხლზე დადგით, ადუღებამდე მიიყვანეთ და 10 წუთით ადუღეთ. ამის შემდეგ გაზიდან გადმოდგით და გაგრილება აცადეთ.

2. როგორც კი ჯემი გაგრილდება, კვლავ ცეცხლზე დადგით და ადუღებამდე მიიყვანეთ. ამის შემდეგ სანელებლები დაუმატეთ და 10 წუთით ადუღეთ.

3. სანელებლები ამოიღეთ და ცხელი მარწყვის ჯემი ქილებში გადაანაწილეთ, მოხუფეთ.


მარწყვის ჯემით არყით

ინგრედიენტები:

  • 3 კგ მარწყვი
  • 2 კგ შაქარი
  • 100 მლ არაყი
  • 1 ჩ/კ ლიმონის მჟავა

მომზადება:

1. მზა კენკრა თასში ფენებად ჩაყარეთ, არაყი მოასხით და შაქარი მოაყარეთ, ზედა ფენა - შაქარი. მაცივარში მთელი ღამით გააჩერეთ.

2. თასი გაზზე დადგით, ადუღებამდე მიიყვანეთ, ლიმონის მჟავა დაუმატეთ და ცეცხლიდან გადმოდგით. 3 საათის შემდეგ კვლავ გაზზე დადგით და ადუღებამდე მიიყვანეთ.

3. პროცედურა კიდევ 3-ჯერ გაიმეორეთ, ბოლო ადუღების შემდეგ კი 10-15 წუთით ადუღეთ.

4. ჯემი სტერილურ მინის ქილებში გადაანაწილეთ და მოხუფეთ.


მარწყვის ჯემი რევანდით და კოჭით

ინგრედიენტები:

  • 1 კგ მარწყვი
  • 1 კგ რევანდი
  • 50 გრ ახალი კოჭის ფესვი
  • 2 კგ შაქარი
  • 200 მლ წყალი

მომზადება:

1. რევანდი გარეცხეთ, ქერქი მოაშორეთ და წვრილად დაჭერით. მზა კენკრას დაუმატეთ, წყალი დაასხით, ცეცხლზე დადგით და ადუღებამდე მიიყვანეთ. 10 წუთით ადუღეთ.

2. გასუფთავებული კოჭის ფესვები, შაქრის მესამედი ნაწილი დაუმატეთ და კიდევ 5 წუთით ხარშეთ. ამასთან მუდმივად აურიეთ.

3. მცირე პორციებით დარჩენილი შაქარი დაუმატეთ და კიდევ 5-7 წუთით ადუღეთ. ცეცხლიდან გადმოდგით და 8-10 საათით გააჩერეთ.

4. მეორე ეტაპი. თასი გაზზე დადგით, ადუღებამდე მიიყვანეთ და დაბალ ცეცხლზე 10 წუთით ადუღეთ. კვლავ ცეცხლიდან გადმოდგით და 10 საათით გააჩერეთ. გაგრილებული ჯემიდან კოჭის ფესვები ამოიღეთ. ჯემი სტერილურ მინის ქილებში გადაანაწილეთ და მოხუფეთ.


ასევე დაგაინტერესებთ:

1. წასახემსებელი, დამარინადებული ქლიავი „გენერალი“ - ზამთრისთვის შესანახი კონსერვების ლიდერი

image

2. ფოლგაში მომზადებული ძეხვი წარმოუდგენლად გემრიელია და მავნე ნივთიერებებს არ შეიცავს

image

3. სახლში მომზადებული შოკოლადი მხოლოდ 10 წუთში - მაღაზიაში ნაყიდზე უარს იტყვით

image

4. სკუმბრია ბოთლში, ლამაზი, ცხიმიანი..თევზი მაღაზიაში ნაყიდს არაფრით ჩამოუვარდება

image

5. აღმოსავლური ტკბილეული მხოლოდ 15 წუთში: გაგრილებაზე დრო არ ჩათვალოთ

image

უფრო მეტი კი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი

0
1000
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
1000