x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133845
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508141
რა ფერის ავტობუსი გსურთ ?ახალ ავტობუსებზე ხმის მიცემა არის შესაძლებელი
image

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით 50 ცალი ახალი 8 მეტრიანი ავტობუსი უკვე თბილისშია, მაისის ბოლოდან დაგეგმილია კიდევ 40 ავტობუსის შემოყვანა, მთლიანად წლის ბოლომდე მუნიციპალურ ტრანსპორტს 220 ახალი ავტობუსი დაემატება.კახა კალაძე ავტობუსის ფერის შერჩევისთვის თბილისელებს შორის გამოკითხვას ატარებს.ხმა შეგიძლიათ მისცეთ ამ ბმულზე


"თბილისს 220 ერთეული, ეკოლოგიურად სუფთა, ახალი 8 მეტრიანი ავტობუსი ეყოლება.

ავტობუსების ფერის შერჩევის პროცესში მნიშვნელოვანია თქვენი, მოქალაქეების ჩართულობა. ამიტომ გთხოვთ, დააფიქსიროთ საკუთარი მოსაზრება.


წარმოდგენილი ავტობუსების დიზაინიდან რომელს ისურვებდით თბილისში?"-წერს "ფეისბუქზე"კახა კალაძე.

imageISUZU ახალი 8 მეტრიანი ავტობუსები აღჭურვილი იქნება თანამედროვე სტანდარტის, ინტეგრირებული გათბობის, კონდიცირების და ვენტილაციის, ასევე, საინფორმაციო ხმოვანი სისტემებით, ანტივანდალური ვიდეო მონიტორინგის სისტემით, USB-დამტენებით, WiFi მოდემით, რომელიც უზრუნველყოფს მთლიანი ავტობუსის WiFi-ს სიგნალით დაფარვას.

ავტობუსები გათვლილია 53 მგზავრზე და ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.

image

0
824
6-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
824
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0