x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
შხაპის მიღებისას ყველაზე ხშირად დაშვებული შეცდომები, რომლებიც სასწრაფოდ უნდა დავივიწყოთ

შხაპი – ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი და მომადუნებელი პროცედურაა. თუმცა, ბევრმა არ იცის, რომ ზოგიერთი რამ, რომლის კეთებასაც, შხაპის მიღებისას, ჩვევად გვაქვს, უფრო მეტ ზიანს გვაყენებს, ვიდრე სარგებლობა მოაქვს. დერმატოლოგები გვირჩევენ, რომ გადავეჩვიოთ ამ მავნე ჩვევებს, თუ ჯანმრთელი კანის და თმის შენარჩუნება გვინდა.


აქ წარმოგიდგენთ ყველაზე ხშირად დაშვებულ 9 შეცდომას, რომელიც სასწრაფოდ უნდა დავივიწყოთ:


შეცდომა № 1. თავის დაბანა ყოველ დღე


image


ბევრი თავის ყოველდღიურად დაბანას არის დაჩვეული. მაგრამ, დერმატოლოგები გამუდმებით გვაფრთხილებენ, რომ ამის გაკეთება არ შეიძლება. როგორც ისინი ამბობენ, თავი მხოლოდ კვირაში 2-ჯერ უნდა დავიბანოთ, რადგან ხშირად დაბანა, არღვევს თავის კანიდან ცხიმების ბუნებრივი გამოყოფის რეჟიმს, რაც, თავის მხრივ, წყლის ბალანსის დარღვევას იწვევს.


შეცდომა № 2. კონდენციონერის წასმა თავის ზედა ნაწილზე


როდესაც თავს ვიბანთ, კონდენციონერის დატანას თმის ზედა ნაწილიდან ვიწყებთ. მაგრამ, ეს დიდი შეცდომაა, რამაც შეიძლება, კანზე ზედმეტი ცხიმის დაგროვება გამოიწვიოს. უმჯობესია, თუ კონდენციონერის დატანისას, უფრო მეტ ყურადღებას თმის სიგრძეს და ბოლოებს მივაქცევთ და არა თმის ძირებს.


შეცდომა № 3. ფეხის სკრაბის გამოტოვება


მავნე ბაქტერიების და სოკოს გაჩენისგან თავი რომ დავიზღვიოთ, ფეხების დაბანისას, აუცილებელია როგორც საპნის, ისე პემზის, ჯაგრისის ან სკრაბის გამოყენება. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს თითებს შორის კანის მოცილებას. დაბანის შემდეგ, აუცილებელია კარგად გამშრალება და ფეხის საცხის წასმა.


შეცდომა № 4. ხანგრძლივი შხაპი


ბევრს, ცხელი შხაპის ქვეშ, დიდი ხნის მანძილზე, ყოფნა უყვარს და თვლის რომ ეს ორგანიზმისთვის სასარგებლოა. მაგრამ, ხანგრძლივმა შხაპმა, შეიძლება კანიდან, მისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი, ტენი გამოდევნოს. სპეციალისტები გვირჩევენ, რომ შაპის ქვეშ 10–15 წუთზე მეტი დრო არ გავატაროთ.


შეცდომა № 5. ცივი შხაპის გამოტოვება


image


ბევრი ადამიანი ცხელი შხაპის შემდეგ, პირდაპირ გადადის სხვა კოსმეტიკურ პროცედურებზე. უნდა ვიცოდეთ, რომ ცივ შხაპს, თუნდაც ორიოდე წამით, უდიდესი სარგებლობა მოაქვს ორგანიზმისთვის. უბრალოდ, აბაზანიდან გამოსვლის წინ, გადაივლეთ ცივი წყალი. ეს მატონიზირებელი საშუალებაც არის და იმუნიტეტსაც აძლიერებს.


შეცდომა № 6. ღრუბლის დატოვება აბაზანაში


ბევრი სველ ღრუბელს აბაზანაში ტოვებს და მისთვის სპეციალური საკიდი ან თარო აქვს. მაგრამ, ამის გაკეთება არ შეიძლება. მაღალმა ტენიანობამ შესაძლებელია ბაქტერიების და ობის გაჩენა გამოიწვიოს. ხოლო, ღრუბელზე, ბანაობის დროს, დარჩენილი მკვდარი უჯრედები, იდეალური გარემოა მავნე ბაქტერიების გამრავლებისთვის. ასე რომ არ მოხდეს, კარგად გარეცხეთ ღრუბელი და ისეთ ადგილზე დაკიდეთ, სადაც სწრაფად გაშრება.


შეცდომა № 7. პირსახოცით კანის ძლიერი დაწოლით გაწმენდა


შეიძლება ამაზე არც დაფიქრებულხართ. მაგრამ, როდესაც მეტისმეტად ინტენსიურად იმშრალებთ შხაპის შემდეგ სხეულს, ეს კანზე ისევე მოქმედებს, როგორც, მაგ., ზუმფარის ქაღალდი (შკურკა) ავეჯზე. ასეთი მოქმედება აზიანებს დარბილებულ კანს და შეიძლება მისი გაღიზიანების მიზეზი გახდეს. გამოიყენეთ რბილი პირსახოცი. შხაპის შემდეგ სხეული არ გაიწმინდოთ, უბრალოდ მიიდეთ პირზახოცი კანის სველ ადგილებზე მსუბუქი დაჭერით და კანზე არავითარ შემთხვევაში არ გადაისრიალოთ.


შეცდომა № 8. დამატენიანებელი საშუალებების მოგვიანებით მოხმარება


შხაპი მოდუნებას იწვევს და აბაზანიდან გამოსვლის შემდეგ, უმრავლესობას დასვენების სურვილი უჩნდება. ამის გამო, დამატენიანებელ საშუალებებს მოგვიანებით იყენებენ, რაც დიდი შეცდომაა. დამატენიანებლის დატანა კანზე, აბაზანიდან გამოსვლისთანავე უნდა მოხდეს, ვიდრე კანი ჯერ კიდევ ნესტიანია.


შეცდომა № 9. გრძელი თმის პირსახოცში შეხვევა


image


ეს კიდევ ერთი მეტად გავრცელებული და მავნე ჩვევაა, რომლის გამო, თმა ძლიერ ზიანდება. შეხვევის გარდა, თმისთვის ასევე მავნებელია, მისი გამშრალება პირსახოცის ხახუნით. შხაპის მიღების შემდეგ, ზედმეტი ტენს მოსაცილებლად, თმა უნდა გაწუროთ ხელის მოჭერით. მოკლე თმის შემთხვევაში, პირსახოცი თავზე მოიხვიეთ და ხელის მსუბუქი დაჭერით შეიმშრალეთ.

imageimageimageimageimageimageimage





















0
801
6-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
801
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0