x
მეტი
  • 24.04.2024
  • სტატია:134486
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508549
"როცა ბიძინა ივანიშვილი აღარ იქნება და ადამიანები დენდროპარკში ისეირნებენ, უნდა გაიხსენონ ვინც ეს გააკეთა"
image
ჟურნალისტი ნინო კვაჭანტირაძე სოცილურ ქსელში ბიძინა ივანიშვილიზე წერს.


მისი თმით, ათწლეულების მერე, როცა ბიძინა ივანიშვილი აღარ იქნება და ადამიანები შეკვეთილის დენდროპარკში ისეირნებენ და გიგანტური ხეების ჩრდილში ჩამოჯდებიან, უნდა გაიხსენონ ის ადამიანიც, ვინც ეს გააკეთა.



"როცა ბიძინა აღარ იქნება!!!!

დაახლებით 50 წლის წინ, თბილისი რუსთავის გზის გაყოლებაზე, მტკვრის ჭალაში, ნაგავსაყრელზე ტყე-პარკი გაშენდა, ამ საქმის თავი და თავი და უშუალო შემსრულებელი იყო პროფესიონალი მეტყევე ( შემდეგ ამ ტყე-პარკის დირექტორი) ვლადიმერ ფანჩულიძე.



მე ხშირად მინახავს ეს კაცი აქ, ამ ტყე-პარკში გაკეთებულზე და გასაკეთებელზე რომ ყვებოდა და ხარობდა აქაურობით - ეს რუსთავ-თბილისის მწვანე ფილტვები იქნებაო, დარგო ასობით ხე, ხელოვნურ ტბაში უზარმაზარი არგონავტების ნავიც კი ჩადგა, სასეირნო ბილიკები გააკეთა, დასასვენებელი და სასტუმრო სახლი ააშენა... მერე დრო აირია, გაპარტახდა აქაურობა, არც ვინმე პატრონი ჩანდა. დღეს მაგარი სამე დაიწო, პრემიერმა ამ ტყე-პარკის აღდგენა დააანონსა, გულწრფელი სიხარულით გამიხარდა და ის კაცი გამახსენდა, ვლადიმერ ფანჩულიძე, აქაურობის სულისჩამდგმელი, რომელიცსამწუხაროდ, არავის გახსენებია...


რატომ ვივიწყებთ ადამიანებს, მათ ღვაწლს, არადა, ამ კაცის გახსენებით ადამიანებსაც გული გაუთბებოდა.


ათწლეულების მერე, როცა ბიძინა ივანიშვილი აღარ იქნება და ადამიანები შეკვეთილის დენდროპარკში ისეირნებენ და გიგანტური ხეების ჩრდილში ჩამოჯდებიან, უნდა გაიხსენონ ის ადამიანიც, ვინც ეს გააკეთა, სახელები და მაგალითები უნდა შევინახოთ, ვისწავლოთ დაფასება გაკეთებულით!!!"- წერს ნინო კვაჭანძირაძე.

0
603
2-ს მოსწონს
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
603
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0