x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
მამაკაცის ეს 7 ტიპი პოტენციური მოძალადეა!
Feedy TV-ის სტატიის თანახმად, არსებობენ მამაკაცები, რომლებიც ბავშვობიდანვე არიან მიდრეკილნი ძალადობისკენ. სამწუხაროდ, ასეთ კაცებს ვერც ზრუნვა და ვერც სიყვარული ვერ ცვლით და ამიტომ, თუ ასეთ კაცს გადაეყრებით და აირჩევთ მეგზურად, იცოდეთ, რომ კარგი არაფერი გელოდებათ.


წარმოგიდგენთ მამაკაცის 7 ტიპს, რომელშიც პოტენციურ მოძალადეს ამოიცნობთ და ექსპერტები მოგიწოდებენ, რომ გაწყვიტოთ მათთან ურთიერთობა მანამ, სანამ გაუარესებულა თქვენი ცხოვრება და ნერვები.


image



1. თუ ის თქვენს პირად სივრცეს აიგნორებს...



ამ ტიპის მამაკაცი მუდამ დაუკაკუნებლად შედის ოთახში, იქექება თქვენს ნივთებში ურცხვად და თუ თქვენი კარი ჩაკეტილი დახვდა, არ ერიდება გამოთქვას პრეტენზიები ეჭვიანობის ტონით: "რატომ გაქვს კარი დაკეტილი, რამეს მიმალავ?!"





2. თუ ის სასტიკია ცხოველებისა და ბავშვების მიმართ...


სწორედ დაუცველ და უსუსურ არსებებთან დაკავშირებით დამოკიდებულება გამოხატავს მამაკაცის რაობას. თუ ის ბავშვების მიმართ სიმკაცრეს შემდეგი სიტყვებით ამართლებს: "უნდა იცოდნენ, ვინ არის ოჯახში უფროსი", ხოლო ცხოველების მიმართ სისასტიკეს კი სიტყვებით: " ამ მაწანწალებს და მუქთახორებს ერთიანად დავაძინებდი სამუდამოდ", იცოდეთ, რომ ის მოძალადეა და განერიდეთ.





image




3. თუ მას არ აინტერესებს თქვენი გრძნობები, სურვილები და მოთხოვნები...


რაც არ უნდა გამოხატოთ თქვენი წუხილი, ტკივილი თუ სურვილი, ამ კატეგორიის მამაკაცებს სრულიად არ აინტერესებთ და ვერც გულს მოულბობთ მსგავსი ქმედებით, ვერც თხოვნა, ვერც ცრემლები და ვერც ლოცვა ვერ გიხსნით მისი ძალადობისგან, ისევ თქვენ დაგადანაშაულებთ და გეტყვით, რომ ეს თქვენ ხართ ზედმეტად ემოციური, მტირალა და ჯობს ხმა ჩაიწყვიტოთ, თორემ უკვე წაიღეთ მისი ტვინი თქვენი სლუკუნით. ამიტომ, სანამ დროა, თავს უშველეთ ასეთი მამაკაცისგან.






4. თუ ის გამუდმებით გაკრიტიკებთ...


ამ კატეგორიის კაცი (ქმარი) გამუდმებით მიუთითებს თქვენს წონაზე, ღიპზე, ნაოჭებზე და ა.შ. არ მოსწონს თქვენი გაზრდილი შვილები და იტყვის: "და რა ასწავლე მათ? რა ტყიურებივით იქცევიან?"; არ მოსწონს, როგორ იცვამთ და ამბობს: "რა კახპასავით გამოეწყვე"; თქვენი საუბარიც კი აღიზიანებს - "ჯობს პირი საერთოდ არ გააღო". გაიქეცით ასეთი კაცისგან!



image




5. თუ ის იზოლირებულად გამყოფებთ სხვა ხალხისგან...


იცოდეთ, რომ ასეთი მამაკაცი ძალიან ეჭვიანია, იმდენად, რომ ნათესავებსა და ოჯახის წევრებზეც ეჭვიანობს. ან რატომ უნდა იაროთ წვეულებებზე საცეკვაოდ თუ დასალევათ, მაშინ, როცა შეგიძლიათ ეგ დრო თქვენს, ნატურით ეჭვიან ქმარს დაუთმოთ - ეს მხოლოდ და მხოლოდ მისი მოსაზრებაა (სურვილია). ის ურცხვად აკონტროლებს და ლანძღავს თქვენს ყველა ახლობელს, ნათესავს და მეგობარს და გიშლით მათთან ურთიერთობას და შეხვედრებს. ნუ შეალევთ მას თქვენს ნერვებს და ცხოვრებას, მოიშორეთ!





6. თუ ის გამუდმებით გაკონტროლებთ...


ასეთი ტიპის ქმრისგან არაფერი არ უნდა დამალოთ, ყველა წვრილმანი უნდა იცოდეს, სად ხართ, ვის შეხვდით, რა მიირთვით, რაზე ისაუბრეთ მეგობრებთან, რა გეცვათ და ა.შ. ასევე, ოჯახის მთელს ბიუჯეტს ის განაგებს და მის ხელთაა, საპირფარეშოს ქაღალდისთვისაც კი მას უნდა სთხოვოთ ხურდა ფული, სხვაგავარად არ შეიძლება. მისი მოთხოვნით უნდა დაანებოთ სამსახურს თავი, გაუჩინოთ იმდენი შვილი, რამდენსაც მოისურვებს და იცოდეთ, რომ მას თქვენი კეთილდღეობა, გეგმები და სურვილები სულაც არ აინტერესებს. განერიდეთ!


image



7. თუ ის გამუდმებით გიმტკიცებთ, რომ უყვარხართ...


ყველა დამცირება, ყველა შხამიანი სიტყვა, გინება, მცდელობა - თქვენი მისი კონტროლის ქვეშ ყოფნის, ეჭვიანობა და სხვა, მხოლოდ იმიტომ უნდა დაითმინოთ და აპატიოთ, რომ გამუდმებით გეუბნებათ სიტყვას "მიყვარხარ". გარწმუნებთ ამ სიტყვით, რომ გამუდმებული კონტროლი და ეჭვიანობა, მხოლოდ და მხოლოდ თქვენდამი დიდი სიყვარულის ბრალია. იცოდეთ, რომ ის მანიპულირებს ყველაზე წმინდა კონცეფციით - "მიყვარხარ" და დარწმუნებულია იმაში, რომ ამის თქმის შემდეგ ყველაფერს უმალ აპატიებთ.





იხილეთ აგრეთვე:



კაცის ჩვევები, რომლებსაც ქალები ყველაზე მეტად ვერ იტანენ - მამაკაცებო, გაითვალისწინეთimage









11 რაღაც, რასაც მამაკაცები ჭკუიდან გადაჰყავსimage









ამ 5 შეხების მეშვეობით, ადვილად შეძლებთ ნებისმიერი მამაკაცის მართვას +15image






აღარ დაწვეთ მამაკაცთან, რომელიც საწოლში ამ 6 რაღაცას გაიძულებთ +13image





8 რაღაც, რასაც მამაკაცი ქალს არასოდეს გაუმხელსimage






7 უტყუარი ფაქტი, რომ ქმარი გღალატობთ - შეამოწმეთ!image

0
399
10-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
399
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0