x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
ფიროსმანის სახელმწიფო მუზეუმს ახალი მმართველი ჰყავს - ანზორ მაძღარაშვილი მეოთხედ გაათავისუფლეს
image


სოფელ მირზაანში ნიკო ფიროსმანაშვილის სახლ-მუზეუმს ახალი მმართველი ჰყავს. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ ანთიძემ ახალი დირექტორი თანამშრომლებს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერთან, ნიკოლოზ ჯანიაშვილთან ერთად ადგილზე წარუდგინა.


როგორც ნიკოლოზ ანთიძემ დედოფლისწყაროში სტუმრობისას აღნიშნა, ამიერიდან, მუზეუმს დალი აბაშიძე უხელმძღვანელებს, ხოლო ყოფილი მმართველი, ანზორ მაძღარაშვილი ნიკოლოზ ანთიძის კონსულტანტად დაინიშნა.


მათ დალი აბაშიძეს დაკავებული თანამდებობა მიულოცეს და ანზორ მაძღარაშვილს გაწეული ღვაწლისთვის მადლობა გადაუხადეს.



მკვლევარი ანზორ მაძღარაშვილი მრავალი წელია ფიროსმანის ცხოვრებას იკვლევს. ის ამ თანამდებობას მრავალი ათეული წლის განმავლობაში იკავებდა, რომელზეც სამჯერ დაბრუნდა.


თავდაპირველად ანზორ მაძღარაშვილი ნაციონალური მოძრაობის მმართველობის დროს თანამდებობიდან 2011 წელს გაათავისუფლეს. მიზეზად მის მიერ ხელისუფლების მისამართუთ გაკეთებული კრიტიკული განცხადებები გახდა. მაძღარაშვილი ღიად უპირისპირდებოდა სააკაშვილის მითითებით მირზაანის მუზეუმიდან ფიროსმანის ორიგინალების გატანას. ამავე წელს დედოფლისწყაროს საპატიო მოქალაქეთა სიაში ანზორ მაძღარაშვილი შეიტანეს, თუმცა გამგეობის პრესსამსახურმა სია რამდენიმე საათში ჩაასწორა და მაძღარაშვილის გვარი ამოიღო, რის შემდეგაც საპატიო მოქალაქეობა მირზაანში ადგილობრივი ხელისუფლების ორგანიზებით მოწყობილ საგანგებო დაჯილდოვების ცერემონიაზე ხუთის ნაცვლად 4-ს მიენიჭა.


ანზორ მაძღარაშვილმა თანამდებობაზე დაბრუნება ხელისუფლების ცვლილების შემდეგ 2013 წელს მოახერხა. რამდენიმე წელში ის ისევ გაათავისუფლეს და კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში მრჩევლად გადაიყვანეს. მაძღარაშვილმა ბრძანება სასამართლოში გაასაჩივრა. სიღნაღის სასამართლომ 2016 წელს მაძღარაშვილი მუზეუმის მმართველის თანამდებობაზე აღადგინა და ბათილად ცნო მისი გათავისუფლების ბრძანება. თუმცა სააგენტომ სასამართლო გადაწყვეტილება ზედა ინსტანციაში გაასაჩივრა. საბოლოო ჯამში მან 83 წლის ასაკში სასამართლო გადაწყვეტილებით, თანამდებობაზე აღდგენა მესამედაც მოახერხა.


imageimage

1
93
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
93
  
2019, 4 მაისი, 0:36
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1