image
ნასას ხელმძღვანელმა ჯიმ ბრაიდენსტაინმა განაცხადა, რომ დედამიწის განადგურება დიდი მეტეორიტებისგან, არის რეალური საფრთხე.

ასტრონავტიკის საერთაშორისო აკადემიის კონფერენციაზე ბრაიდენსტაინმა განაცხადა, რომ დედამიწის ამჟამინდელი მკვიდრნი, შესაძლოა, პლანეტის მეტეორიტთან დიდი შეჯახების ფაქტის წინაშე აღმოჩნდეს.

" მოემზადეთ იმისთვის, რომ დედამიწა დაზიანდება მეტეორისგან ჯერ კიდევ თქვენი სიცოცხლის დროს, ხალხმა უნდა გაიგოს, რომ საქმე არ ეხება ჰოლივუდს."- განაცხადა ბრაიდენსტაინმა.image

ნასას ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ მეტეორიტები უფრო ხშირად სტუმრობენ დედამიწას, ვიდრე, საზოგადოებისთვის არის ცნობილი. მან გაიხსენა 2013 წელს ჩელიაბინსკის მეტეორიტის დაცემის დამანგრეველი შედეგები. მანამდე მიიჩნეოდა, რომ ამ მასშტაბების მოვლენები ყოველ 60 წელიწადში ერთხელ ხდებოდა, მაგრამ ბოლო 100 წლის განმავლობაში სამი ასეთი ინციდენტი უკვე მოხდა.


ჯიმ ბრაიდენსტაინი ამბობს, რო ნასამ დაიწყო პლანეტის დაცვა მეტეორიტების ზემოქმედებისგან. ყველა ნაპოვნი მეტეორიტი, რომლის დიამეტრი 140 მეტრზე მეტია, შეყვანილ იქნება კატალოგში. ეს საშუალებას მისცემთ აკონტროლონ მათი გადაადგილება.

2019 წლის თებერვლის დასაწყისში, კუბაში მეტეორიტი აფეთქდა და მოსახლეობის პანიკა გამოიწვია.