x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134529
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
"თუ ირგვლივ ყველაფერი შესანიშნავია, ან შეყვარებული ხარ, ან მთვრალი." - ექიმი ჰაუსი და მისი სხარტულები
ყველასთვის საყვარელი ამერიკული სატელევიზიო დრამა - ექიმი ჰაუსის (House), დებიუტი 2004 წლის 16 ნოემბერს Fox Broadcasting Company-ს ეთერში შედგა.

მისი შემქმნელები არიან დევიდ შორი და პოლ ატანაზიო.

შოუს მთავარი გმირის, ექიმი გრეგორი ჰაუსის როლს თამაშობს ინგლისელი მსახიობი ჰიუ ლორი ( Hugh Laurie ), რომელის სრული სახელია James Hugh Calum Laurie.

image


"ექიმი ჰაუსის" შოუს იდეა ატანაზიოს ეკუთვნის, მთავარი გმირი ჰაუსი კი - შორის შექმნილია.

პერსონაჟი სამედიცინო გენიოსია, რომელიც დიაგნოსტიკურ გუნდს უძღვება პრინსტონ-პლეინსბოროს სასწავლო ჰოსპიტალში, ნიუ-ჯერსიში.

image
სერიალი ფართოდ არის აღიარებული კრიტიკოსების და მაყურებლების მიერ.

მეორედან მეოთხე სეზონების ჩათვლით ის ამერიკაში საუკეთესო სატელევიზიო შოუების ათეულში შედიოდა.

2008 წელს კი მსოფლიოში ყველაზე ნახვადი სერიალი იყო.

მიღებული აქვს ოქროს გლობუსი და ემის ჯილდოები.

image

ფილმის მთავარი ხიბლი მაინც მისი მთავარი მოქმედი გმირის საოცარ იუმორშია.


აი, ექიმი ჰაუზის რამდენიმე ფრაზა, რომელიც ვფიქრობთ, საუკეთესო განწყობას შეგიქმნით.

“,
- მაიგნორებთ? თუ ჩუმად ტკბებით ჩემი მომხიბვლელობით?

“,
"თუ ირგვლივ ყველაფერი შესანიშნავია, ან შეყვარებული ხარ, ან მთვრალი."...

“,
- ადვოკატი მჭირდება!
- ვინმე მოკალით?
- არავინ. მაგრამ ჯერ არ მოსაღამოვებულა...!

“,
„მაპატიე, მაგრამ მე არ მჯერა, რომ ჩვენ უბრალოდ ქიმიური შენაერთების კრებული ვართ.

“,
- სხვები - როდესაც ვიღაც მოსწონთ - "ყველაზე ლამაზი და საყვარელი ხარ, ძალიან მომწონხარ."

მე - როდესაც ვიღაც მომწონს - "ძალიან ბევრი ადამიანი მეზიზღება, შენ არ მეზიზღები."

“,
"ყველა წარმატებული ქორწინება ტყუილზეა დაფუძნებული."

“,
"სასიამოვნო შეგრძნებაა, როცა აცნობიერებ თუ როგორ ჭირდები იმ ადამიანებს, ვინც ოდესღაც მიგატოვა."

“,
"ტვინი გაქვთ დაზიანებული... განწირული ხართ სამუდამო ბედნიერებისთვის!"
image

“,
სიამოვნებით მოგარტყამდით კბილებში, მაგრამ რატომ უნდა გაგიუმჯობესოთ გარეგნობა?

“,
“ნუ იჩქარებთ ადამიანის ტალახიდან ამოყვანას, შესაძლებელია ეს მათი ცხოვრების ბუნებრივი გარემო იყოს''

“,
"რაც უფრო ადრე აიცრუებ ხალხზე გულს, მით უფრო მეტი დროის ეკონომიას გააკეთებ."

“,
"ჯერ-ჯერობით, არ შემხვედრია არც ერთი კატა, რომელსაც ის ადარდებდა, თუ რას ფიქრობენ მასზე თაგვები."

“,
"მხოლოდ ძალიან შეზღუდული და საკუთარ თავში დაურწმუნებელი ქალი არ ჩაიცვამს მოხერხებულ და უბრალო ფეხსაცმელს, მას ურჩევნია მთელი დღე დაიტანჯოს."

“,

"-შენ არ იკარებ ხალხს ახლოს, რადგან გეშინია შენგან არ გაიქცნენ და იმედი არ გაგიცრუვდეს.

-დანარჩენები რას აკეთებენ?
ძაღლებივით დასდევენ სხვებს, რომ იმედგაცრუებით ისიამოვნონ."
image
0
219
1-ს მოსწონს
ავტორი:ეკა ლაცკა
ეკა ლაცკა
219
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0