x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134383
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
რაში მდგომარეობს ლამაზი თმის საიდუმლო?
image


თმა, ფრჩხილბისა და კანის მსგავსად, ძალიან ხშირად მეტყველებს ადამიანის შინაგან ჯანმრთელობაზე. თითოეული უჯრედი, რომლისგანაც თმის ღერი შედგება, საჭიროებს მნიშვნელოვანი საკვები ნივთიერებების მუდმივ მარაგს ორგანიზმში. ამისათვის აუცილებელია ცილებით, ვიტამინებითა და მინერალებით მდიდარი საკვების მიღება.


თმის უდიდესი ნაწილი შედგება ცილებისაგან. სწორედ ამიტომ გასათვალისწინებელია საკვებში ხორცის, რძის ნაწარმის, მარცვლეულის, პარკოსნებისა და თხილეულის ჩართვა. ცილის ნაკლებობისას თმა სუსტდება, იწყებს გამოშრობას და ხდება მტვრევადი. ხშირად, ეს ხდება თმის ცვენის ძირითადი მიზეზი.


რკინა ერთ-ერთი ყველაზე მნშვნელოვანი მინერალია ჯანსაღი თმისთვის, ვინაიდან ის განაპირობებს ჟანგბადის სწორ მიწოდებს თმის ფოლიკულებში. იმისათვის რომ რკინის მოქმედება ეფექტური იყოს, აუცილებელია C და B ჯგუფის ვიტამინების შესაბამისი რაოდენობით არსებობა სხეულში. ვეგანებისა და ვეგეტარაინელებისათვის კი კიდევ უფრო მეტად მნიშნველოვანია რკინის შესაბამისი შემცველობა საკვებში, ვინაიდან ეს ადამიანები არ იღებენ ხორცს.



image


როდესაც საქმე ჯანსაღ თმას ეხება, აუცილებელია თუთიისა და სელენის აღნიშნვნა. ამ მინერალების ნაკლებობამ შეიძლება გამოიწვიოს თმის ცვენა. მათი კარგი წყაროა საუზმისთვის განკუთვნილი მარცვლეულის ფაფები, დაუმუშავებელი მარცვლეულის პური, კვერცხი, წითელი ხორცი და ა.შ.


კოლაგენი ჯანსაღი თმის კიდევ ერთი აუცილებელი შემადგენელი კომპონენტია. ის ყველაზე მეტად გავრცელებული ცილაა მთელს ორგანიზმში და განაპირობებს სხეულის მოქნილობას, სასხსროვანი სისტემის გამართულ მუშაობას, კანის ელასტიურობასა და თმის სიძლიერეს.


თმას (და არა მარტო მას) ხშირად ზიანს აყენებს ისეთი ფიქსატორები, რომელიც შეიცავს მავნე ქიმიურ ნივთიერებებს. ასეთ დანამატებს შეუძლია გამოიწვიოს თმის ცვენა, სკალპის გამოშრობა და ქავილი, კანისა და ლორწოვანი გარსების ალერგიული რეაქციები.


თქვენთვის შეიძლება საინტერესო იყოს:


გაინტერესებთ რძის პროდუქტებზე სიმართლე? მისი გაგების შემდეგ რძეზე უარს იტყვით


რამდენად საშიშია ბავშვთა მოვლის პროდუქტების არასწორად შერჩევა?


მიზეზები, რომელიც იწვევს იმპოტენციას


თუ თქვენს ბავშვს ეს სიმტომები ხშირად აწუხებს, მაშინ...


მამაკაცებო, რა უნდა მიირთვათ უკეთესი სექსუალური ცხოვრებისთვის



0
224
2-ს მოსწონს
ავტორი:მეტრიკ
მეტრიკ
224
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0