x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134051
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508250
"სასწრაფოდ, ხალხნო, ვისაც ჯერ არ დაგიხსნიათ თავი ამ საპენსიო აფიორიდან - გაეცანით და გაავრცელეთ"
image



"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, ზაზა ბიბილაშვილი სოციალურ ქსელში ახალი საპენსიო სიტემის შესახებ წერს.



"ხალხნო, ვისაც ჯერ არ დაგიხსნიათ თავი ამ საპენსიო აფიორიდან, დროულად დაწერეთ განცხადება და გადით! მერე გვიან იქნება. ნუ უხდით ტყუილად ფულს ივანიშვილს და მის მთავრობას, სრულიად არაფერში!

ქვემოთ მოცემულია ამისათვის აუცილებელი ინფორმაცია. გაეცანით და გაავრცელეთ!


- საპენსიო სქემიდან გასვლის უფლება აქვს ყველას, ვინც 2018 წლის 6 აგვისტოს (კანონის ამოქმედების თარიღზე) იყო 40 ან მეტი წლის.

- სქემიდან გასვლა შეიძლება მოხდეს მხოლოდ ორი (2) თვის მანძილზე - გაწევრიანების თარიღიდან არაუადრეს 3 და არაუგვიანეს 5 თვის ვადაში.

- გაწევრიანების თარიღად ითვლება დამსაქმებლის მიერ 2019 წლის 1 იანვრის შემდეგ პირველი დეკლარაციის დახურვის თარიღი.

- გაწევრიანების თარიღი მითითებული უნდა იყოს საპენსიო სააგენტოს ელექტრონულ სისტემაში თითოეული მონაწილის პირად ანგარიშში.

- პირადი ანგარიშის მომხმარებლის სახელი და პაროლი უნდა მიიღოთ დამსაქმებლისგან, რომელსაც ეს ინფორმაცია მიეწოდა საპენსიო სააგენტოს ელექტრონულ ბაზაში სავალდებულო რეგისტრაციის დროს.

- სქემიდან გასასვლელად, აუცილებელია, გამოცხადდეთ საპენსიო სააგენტოში ან სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოებში შესაბამის 2-თვიან პერიოდში და შავსოთ განცხადება.

- თან უნდა იქონიოთ პირადობის მოწმობა, მეტი არაფერია საჭირო.

- ამჟამად, საპენსიო სააგენტოს ოფისი აქვს მხოლოდ თბილისში, მისამართზე: ნ. ყიფშიძის 7ბ.

- სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიული ორგანოების მისამართები შეგიძლიათ იხილოთ ვებ-გვერდზე: www.pensions.ge.

გაითვალისწინეთ, რომ თუ არ გახვალთ საპენსიო სქემიდან დადგენილ 2-თვიან ვადაში, ჩაითვლებით საპენსიო სქემის მუდმივ წევრად და დაკარგავთ შესაძლებლობას, მომავალში დააღწიოთ თავი ლეგალიზებული რეკეტის მარწუხებს."- წერს ბიბილაშვილი.


ცნობისთვის, დაგროვებითი საპენსიო რეფორმა 2019 წლის 1-ელი იანვრიდან ამოქმედდა და ყოველთვიურად დასაქმებულის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე მისი დაუბეგრავი ხელფასის 2% მიემართება. ორ-ორი პროცენტის შენატანს კი დამსაქმებელი და სახელმწიფო განახორციელებს. სქემაში მონაწილეობა 40 წლამდე დასაქმებული პირებისათვის სავალდებულოა, ხოლო 40 წლის ზემოთ ნებაყოფლობითი, ასევე ჩართულობა ნებაყოფლობითია თვითდასაქმებულებისათვის.


ასევე ცნობილია, რომ 2019 წლის 1-ელი აპრილიდან 31 მაისის ჩათვლით, საპენსიო რეფორმაში ჩართულ პირებს განცხადების საფუძველზე სისტემის დატოვება მხოლოდ ერთხელ შეეძლებათ.



0
730
1-ს მოსწონს
ავტორი:ელენე გუმა
ელენე გუმა
730
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0