x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
რევოლუციური პროლეტარიატის 12 სექსუალური მცნება
image
ხელისუფლებაში ბოლშევიკების მოსვლის შემდეგ სოციალური ექსპერიმენტები ყველა სფეროს შეეხო, "ისტორიულ სანაგვეზე" მოსროლილი წარსული ახალმა გარდაქმნებმა ჩაანაცვლა, მათ შორის ოჯახის, ქალის და მამაკაცის ურთიერთობის "ბურჟუაზიული მიდგომა" უნდა შეცვლილიყო ახალი პროლეტარული სექსუალური თავისუფლებით.


1924 წელს ჟურნალში "რევოლუცია და ახალგაზრდობა"(«Революция и молодёжь»)იბეჭდება ფსიქიატრის და ექიმის არონ ზალკინდის "რევოლუციური პროლეტარიატის 12 მცნება"(შემდეგ ბროშურის სახითაც გამოიცა)რომელიც შეეხებოდა ქალების და მამაკაცების პირად სექსუალურ ცხოვრებას საბჭოთა კავშირში,

image





1)არ შეიძლება სექსუალური ცხოვრების ნაადრევი დაწყება პროლეტარებში - რევოლუციური მუშათა კლასის პირველი სექსუალური მცნება.



2)აუცილებელია სექსუალური თავშეკავება ქორწინებამდე და ქორწინების შემდეგ მხოლოდ სრული სოციალურ და ბიოლოგიურ სიმწიფამდე (ანუ 20-25 წლის) - პროლეტარიატის მეორე სექსუალური მცნება.


3)სექსუალური კავშირი არის მხოლოდ ღრმა ყოვლისმომცველი სიმპათიის საბოლოო დასასრული და მიჯაჭვულობა სექსუალური ობიექტის მიმართ.


4)სქესობრივი აქტი უნდა იყოს მხოლოდ ღრმა და კომპლექსური გრძნობების საბოლოო ბმული, რომელიც აკავშირებს იმ მომენტში შეყვარებულებს .


5)სექსუალური აქტი არ უნდა მეორდებოდეს ხშირად.


6)არ შეცვალოთ სქესობრივი ობიექტი ხშირად. ნაკლები სექსუალური მრავალფეროვნება.


7)სიყვარული უნდა იყოს მონოგამური, მონოანდრიკული (ერთი ცოლი, ერთი ქმარი).


8)ყოველი სქესობრივი აქტის დროს ყოველთვის უნდა გახსოვდეთ ბავშვის დაბადების შესაძლებლობა და საერთოდ იფიქრეთ შთამომავლობაზე.


9)სექსუალური შერჩევა უნდა მოხდეს კლასობრივი, რევოლუციურ- პროლეტარული მიზანშეწონილობის მიხედვით. სასიყვარულო ურთიერთობაში არ უნდა იყოს ფლირტის, არშიყობის და კეკლუცობის ელემენტები ან სხვა მეთოდები სპეციალურად სექსუალურად დაუფლების მიზნით.




10)არ უნდა იყოს ეჭვიანობა სექსუალური სიყვარული აწყობილი უნდა იყოს ურთიერთპატივისცემაზე, თანასწორობაზე, ღრმა იდეოლოგიურ სიახლოვეზე, ურთიერთნდობაზე, დაუშვებელია ტყუილი, ვარაუდი, ეჭვი.


11)არ შეიძლება სექსუალური გარყვნილება.



12)რევოლუციური მიზანშეწონილობის ინტერესთა გათვალისწინების მიხედვით აქვს უფლება, ჩაერიოს მის თანამემამულეთა სექსუალურ ცხოვრებაში. სქესობრივი ყველაფერში უნდა დაემორჩილოს კლასობრივს, ამ უკანასკნელს არ შეუშალოს ხელი და ყოველმხრივ მოემსახუროს.


აი ასე გამოეხმაურა საბჭოთა ფსიქოლოგი.მწერალი და დოცენტი სერგეი სტეპანოვი ზალკინდის 12 მცნებას:


"

დღევანდელი თვალსაზრისით, ზალკინდის მცნება თითქმის ანეკდოტურად ჟღერს. თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ ოფიციალური იდეოლოგიის ყველა შემდგომი, სექსუალური საკითხის მოგვარების მთავარი ტენდენცია შენარჩუებული იყო (ან მოდელირებული) გასაკვირი სიზუსტით.


ყველას ახსოვს, როდესაც 15 წლის წინ, საბჭოთა ამერიკული სატელევიზიო ხიდის მონაწილემ უთხრა მილიონობით ტელემაყურებელს : "ჩვენთან სექსი არა არსებობს!". ის, რასაც გულისხმობდა, ადვილად გასაგებია, ამ მცნებებს, რომლის ავტორიც ღრმად დაივიწყეს, საბჭოთა საზოგადოება სტაბილურად მიჰყვებოდა ნახევარს საუკუნეზე მეტი. მთელი თეორია და პრაქტიკა სქესობრივი განათლების შესახებ ოჯახში თუ სკოლაში დაფუძნებული იყო ამ მცნებებზე, უფრო ზუსტად სუბლიმაციურ ლიბიდოზე. ეს, რა თქმა უნდა, უკიდურესობაა და მისი ნეგატიური ასპექტები აშკარაა.


მაგრამ სხვა უკიდურესობა უკეთესია, რომელსაც თანამედროვე საზოგადოება "ეწინააღმდეგება"? ყოველივე ამის შემდეგ, აღვირახსნილი სექსუალობა არანაკლებ პრობლემატურია დაჩაგრულ სექზე!უამრავი მაგალითის მოყვანა შეიძლება"









0
544
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
544
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0