x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134361
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508430
პოზიტიურ აზროვნებას – უდიდესი ძალა აქვს.
imageჩვენს ცხოვრებაში ბევრი რამ, სწორედ ჩვენს ფიქრებზე, აზროვნებაზეა დამოკიდებული. რა მუხტსაც ვუშვებთ სამყაროში, როგორი აზრები, განწყობაც გვაქვს, ისეთივე მომავალს ვიმკით. ამიტომ რაც არუნდა ხდებოდეს ჩვენს თავს, აუცილებელი გვქონდეს რწმენა, რომ ყველაფრის მიუხედავად ყველაპერი.... მაინც კარგად იქნება!!! და რაც მეტი რწმენა და მოლოდინი გვექნება, მით მალე დადგება ეს ნანატრი ნათელი მომავალი და ეს სხვაზე კიარა, მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული... იმაზე თუ რამდენად მალე შევძლებთ აზროვნების შეცვლას, გავითავისებთ რომ მხოლოდ ჩვენ ვართ ჩვენი ბედის წამმართველნი(და არა გარემოება თუნდაც ვარსკვლავები) მხოლოდ ჩვენ ვირჩევთ-როგორი მომავალი გვქონდეს, როგორი გვინდა ვიყოთ...... ჩვენი ნებისმიერი ფიქრი, აზრი, ემოცია_.. ჩვენს ენერგეტიკულ ველზე, აურაზე აისახება, ანუ, თუ ჩვენ მუდან უკმაყოპილო ვართ საკუთარიი თავით, ცხოვრებით, ბედით, გამუდმებით ცუდის მოლოდინში, დეპრესიულად ან აგრესიულად ვართ განწყობილნი, ეს გარკვეულ დამანგრეველ, ნეგატიურ კვალს ტოვებს ჩვენს ენერგეტიკულ ველზეც და ვინაიდან სამყაროში მოქმედებს "შესაბამისობის კანონი". ჩვენს ცხოვრებაში ვიზიდავთ სწორედ ამ ნეგატიური ვიბრაციის შესაბამის მოვლენებს. ხომ გაგიგიათ "რისიც გეშინოდეს, ის გემართებოდესო".- სწორედ ეს მექანიზმია ჩასებული ამ ანდაზაში და ეს, შემთხვევით არ ხდება. ჩვენ თვითOნ ვპროგრამირებთ ჩვენს თავს წარუმატებლობაზე. გამუდმებით ვფიქრობთ სწორეს იმას, რაც ცუდია, არ მოგვწონს, რაც ჩვენს უკმაყოფილებას იწვევს, სილ რაღაცაზე ვწუწუნებთ, შედეგათ ჩვენს ცხოვრებაში გაუთავებელი პრობლემები, ნეგატივი და წარუმატებლობაა..... თითქოს გვეშინია, ვერ ვბედავთ წარმატებაზე, პოზიტივზეც ფიქრსაც კი, ვინაიდან თავიდანვე უიმედოდ ვართ მის მიმართ განწყობილი, არ ვიჯერებთ რო ეს მართლა შესაძლებელია ოხდეს, მთავარი დაბრკოლებები სწორედ ეს არის! სწორედ ამოტომ არ მოდის ჩვენამდე ის, რაც ასე გვსურს, რადგან გვგონია ეს ყველაფერი ჩვენთვის მიუღწეველია(არ დაგვიმსახურება, "ამის ბედი მე ვინ მომცა" და სხვა) არამედ ცხოვრებაში, უმეტესწილად, სწორედ ის ხდება, იმას ვღებულობთ რისიც გვჯერა, რის უფლებასაც ვაძლევთ საკუთარ თავს!.... თუ რაღაც ჯერ არ გვაქვს, მაგრამ გინდა რომ გქონდეს და ამაზე არ გიპიქრია და წინასწარ არ დაგიგეგმია, ან იმდენად მიუღწევწლი გვეგონა, რომ სერიოზულად არც კი განვიხილავდით ჩვენს ცხოვრებაში მისი არსებობის შესაძლებლობას, რომ მას მხოლოდ ნეგატიური ენერგიებით ვკვებავდით( ეჰჰ, ეს არასოდეს მეღირსება. არადა კაი იქნებოდა“ ეს არასოდეს მოხდება, იმიტომ რომ.... და ა.შ.).... წინააღმდეგ შენთხვევაში ეს "რაღაც" აუცილებლად გაჩნდებოდა ჩვენს ჩხოვრებაში (ჩვენ ის მხოლოდ ოცნების დონეზე გვსურდა და რა მიზნად დავისახეთ, გადავწყვიტეთ მოპოვება ამ ორ პოზიციის შორის. უდიდესი განსხვავებაა.) ამიტომ, ვისაც სურს იყოს თავისი ბედის განმკარგველი, მიიღოს ცხივრებიდან რაც შეიძლება მეტი სიხარული, წარმატება, დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს საკუთარი აზროვნების შეცვლა-ნეგატიურიდან_პოზიტიურზე, ანუ მთელი აქცენტი უნდა გადავიტანოთ იმაზე, რაც კარგი, სასიამოვნო ხდება და ყურადგება არ მივაქციოთ, არ ავიკვიატოთ არ ავღნიშნოთ ცუდი. გადავეჩვიოთ წუწუნს, ჩივილს, მივეჩვიოთ ნებისმიერ რთულ სიტვაციაში, თუნდაც პატარა სასიკეთო მარცვლის პოვნას და სწორად მასზე კონცენტრირებას... თუ თქვენ თუნდაც 2-3 თვე გააკონტროლებთ თქვენს ფიქრებს, აზრებს, იფიქრებთ და ისაუბრებთ მხოლოდ პოზიტიურად, დასახავთ მაღალ მიზნებს, განიმტკიცებთ საკუთარი თავის რწმენას, უფლებას მისცემთ საკუთარ თავს-- იყოთ ბედნიერი და ამავდროულად, არ იწუწუნებთ და ყურადღებას არ მიაქცევთ ნეგატიურ მოვლენებს, გამუდმებით არ ატრიალებთ მსგავს ფიქრებს თავში_თქვენს ცხოვრებაში, უმოკლეს დროში, ბევრი სასიკეთო ცხოვრება მოხდება და მთლიანად შეიცვლება თქვენი ცხოვრების ხარისხი. თქვენ კი-წარუმატებელი, უკმაყოფილო, მოწუწუნე ადამიანებიდან- საკუთარ ძალებში დარწმუნებული, მიზანდასახული, წარმატებულ ადამიანად გადაიქცევით და ეს არ არის ფანტასტიკის სფერო! ეს ნებისმიერ ადამიანს შეუძლია. ეს არის პოზიტიური აზროვნების "ჯადოსნური" ძალა. ყველაფერი ჩვენს ხელშია, მათშორის არჩევანიც.... ის ვინც ვართ დღეს, ჩვენი გუშინდელი აზრების შედეგია. დგევანდელი აზრები კი განაპირობებენ ხვალინდელ ცხოვრებას. ცხოვრება_ ჩვენი აზროვნების წარმონაქმნია.
0
529
4-ს მოსწონს
ავტორი:თეო_თეო
თეო_თეო
529
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0