x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134029
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
თბილისის 10-მდე რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია „თელასი“ ავრცელებს.


image


„მთაწმინდისა და კრწანისის რაიონები – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: სოფელ ტაბახმელის (ნაწილობრივ), ალგეთის, სოღანლუღის, გორგასლის, ტაბახმელის, ხონელის, გრიშაშვილის, ხარფუხის, იაკობ ცურტაველისა და შუშინის ქუჩების მცხოვრებლებს.





11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: კრწანისის, გორგასლის, მეფე სოლომონ II, მთაწმინდის, ჭონქაძის, ბესიკის, მესხის, ყიფიანის, კაკაბაძისა და ვეძინის ქუჩების მცხოვრებლებს.




გლდანის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: გლდანის მასივის IV, VI მიკრორაიონებისა და ხერგიანის ქუჩის მცხოვრებლებს.




11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: დემნა შენგელაიას, მამკოდისა და ომარ ხიზანიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.



სამგორის რაიონი – 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: აეროდრომის დასახლების, მეტრო „ვარკეთილის“ მიმდებარე ტერიტორიის, ჯავახეთის, ხომლელის, თრიალეთის, კალოუბნისა და ბზითაგორის ქუჩების მცხოვრებლებს.




11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ვარკეთილის დასახლების IV მიკრორაიონის II რიგისა და ჯავახეთის ქუჩის მცხოვრებლებს.



საბურთალოს რაიონი – 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), საირმის გორის, საბურთალოს, შმიდტის, ქავთარაძისა და უნივერსიტეტის ქუჩების მცხოვრებლებს.




11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ვეფხისტყაოსნის ქუჩის მცხოვრებლებს.




ნაძალადევის რაიონი – 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ზღვისუბნის დასახლების IX, Xა, X კვარტლების, ლოტკინის მთის, უიარაღოს, წრომის, ძმობის, ნოსტეს, ხუდადოვის, ქებურიას, კახიანის, მიხეილ მესხის, ცოტნე დადიანის, კელაპტრიშვილის, სტურუას, უწერის, ბიჩინაშვილის, ურიდიას, ღუდუშაურის, ასათიანის, მიხეილ კეკელიძის, ინწკირველისა და ანაპის 414-ე დივიზიის ქუჩების მცხოვრებლებს.




დიდუბის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: აღმაშენებლის ხეივნის, გლდანისკენ მიმავალი მაგისტრალის, დიღმის სასწავლო მეურნეობის, ქართულ-ამერიკული მეგობრობის გამზირის, დიღმის მასივის I კვარტლის, ლუბლიანას, ბელიაშვილის, გოგიძის, ბოხუას, ბერძენიშვილის, ჯორჯ ბალანჩინის, ტერევერკოს, პაპაშვილის, შალიკაშვილის, დისევის, ჭიაურელის, ჩაჩავასა და გვირილების ქუჩების მაცხოვრებლებს.



ისნის რაიონი – 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: საავიაციო ქარხნის დასახლების, გარდაბნის გზატკეცილის, სამრეწველო დასახლების, ნიაბის, შილდის, მრევლიშვილის, მუჯირიშვილის, ბეღლეთის, კიკეთის, კაიშაურის, ბერი გაბრიელ სალოსის, ჯანელიძის, გეთიასა და არსენ იყალთოელის ქუჩების მაცხოვრებლებს.



ჩუღურეთის რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხებათ: ქურთების დასახლების, ტაშირის, ქვალონის, სენაკის, ლებარდეს, ხონის, თეკლათის, გივიშვილის, ლაილაშის, ცაიშის, აბაშის, ჭალადიდის, დოდო აბაშიძის, მეორე ქვალონის, სალხინოს, ასხინის, ლანჩხუთის, ჯავახიშვილის, ტურგენევის, ჩიქობავასა და მიხეილ წინამძღვრიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.



კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – აცხადებენ „თელასში“.



1
65
შეფასება არ არის
ავტორი:ზოგადი განათლება
ზოგადი განათლება
65
  
2019, 4 მაისი, 0:26
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1